ამჯერად კი მასთან ინტერვიუს აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზი აქვს - "ზესტაფონი" საქართველოს თასის მერვედფინალში ლანჩხუთის "გურიასთან" დამარცხდა და ჩემპიონატის მეორე ეტაპს ამ წარუმატებლობით ხვდება.
- რით ახსნი "გურიასთან" განცდილ მარცხს?
- ფაქტია, რომ ამ მატჩში თამაში არ წაგვივიდა. როგორც ჩანს, შეხვედრის მნიშვნელობა სათანადოდ არ შევაფასეთ და არც მეტოქეს მოვეკიდეთ სრული პასუხისმგებლობით. მოკლედ, საკუთარი შეცდომების გამო მწარედ დავისაჯეთ.
-
- უხეში შეცდომა ნამდვილად არ დამიშვია. სხვა საქმეა, შემეძლო თუ არა გუნდის გადარჩენა. სამწუხაროდ, ამჯერად ეს ვერ მოვახერხე.
- საქართველოს სუპერთასის მოპოვებით მიღებული დადებითი ემოციები ალბათ, მთლიანად გაგიქრათ.
- დიახ, თასიდან გამოვარდნამ ეს წარმატება საერთოდ დაგვავიწყა. არადა, დიდი იმედი გვქონდა, რომ სუპერთასის მოგებით შემდგომ გამარჯვებებს დაედებოდა დასაბამი. იმედი მაქვს, ეს ჩავარდნა დროებითია და ჩემპიონატში ღირსეულ შედეგს ვაჩვენებთ.
- უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის სტარტისთვის გუნდი შეძლებს საბრძოლო განწყობის დაბრუნებას?
- აუცილებლად შეძლებს. შემიძლია ვთქვა, რომ "დილასთან" ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. მესმის, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მე და ჩემი თანაგუნდელები კონკურენტებთან ჩამორჩენის აღმოფხვრისა და ევროსაგზურის მოპოვებისთვის თავს არ დავზოგავთ.
- "დილასთან" ამ ტურშიც ისეთივე შინაარსის თამაშს ელოდები, როგორიც სუპერთასზე გაიმართა?
- ძნელი სათქმელია. შესაძლოა, კვლავ ჩაკეტილი თამაში იყოს და არც იმას გამოვრიცხავ, ბევრი გოლი გავიდეს. ფაქტი ის არის, რომ "დილა" ძლიერი მეტოქეა და ორივე გუნდს წარმატების თანაბარი შანსი აქვს.
იმასაც აღვნიშნავდი, რომ რამდენიმე დღის წინ გორელებს გოგიტა გოგუა და გიგა ბეჭვაია დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ გაძლიერებაა.
- საფრანგეთთან მოახლოებულ სანაკრებო მატჩს როგორი განწყობით ხვდები?
- მაქვს იმის მოლოდინი, რომ მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პარიზში ღირსეულად ითამაშებს და ღირსეულ შედეგს მიაღწევს.
რა თქმა უნდა, თამაში ძალიან მინდა, მაგრამ იმისდა მიუხედავად, მოედანზე ვიქნები, სათადარიგოთა სკამზე თუ განაცხადს მიღმა, ჩვენს გუნდს აქაც და შემდგომშიც წარმატებებს ვუსურვებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატის XXIII ტურის წინათქმა
როინ კვასხვაძე: განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა