ასე იყო "ფაზისზეც" - თუ არ ჩავთვლით ტაიმების მიწურულს ცოტათი გამოცოცხლებას, მაყურებელს აშკარად მოსაწყენად ჰქონდა საქმე.
არადა, ბოლო ტურებში ზედიზედ მოგებული თამაშების გამო მატჩს ინტრიგა ნამდვილად არ აკლდა: პირველ ეტაპზე მოუგებელმა ფოთელებმა ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს, ხოლო ბათუმელებმა სულაც სამივე მოიგეს.
ერთმა თეორიული შანსი მიიღო, ხოლო მეორემ რეალური - გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად. შესაბამისად, ორივეს მოგება სჭირდებოდა ამ შანსების გასამტკიცებლად.
თავიდანვე ეტყობოდათ სტუმრებს, რომ
აქამდეც და შემდეგაც ტაიმის ბოლომდე მასპინძლებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და ერთხელაც ვერ დაემუქრნენ სტუმართა კარს.
თითქოს ტაიმი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, რადგან ბოლოსკენ არც ერთი გუნდი აღარ აქტიურობდა, მაგრამ კოლხთა მორიგი უხეირო შეტევის შემდეგ ალეკო კოშკაძემ კარგად მოძებნა ბესიკ ჩიმაკაძე, რომელმაც თამაშგარეს შექმნისას მცველებს შეცდომა დააშვებინა და მიხეილ ხარშილაძესთან პირისპირ შეყრილმა ტაიმის მანძილზე მიღებული ერთადერთი შანსი გოლად აქცია, 1:0.
კოლხთა გამოცდილმა დამრიგებელმა შეცვლებით სცადა თავისი გუნდის თამაშის გამოსწორება და გაუმართლა კიდეც - შეცვლაზე შესულმა გიორგი ბუხაიძემ კარგად ისარგებლა სტუმარი მცველების შეცდომით და ირაკლი მოისწრაფეშვილის მიერ მოწოდებული კუთხური ბადეში გაახვია.
ამის შემდეგ ფოთელთა ლეგიონერ როსინის დარტყმული ხიფათად რიკოშეტმა აქცია, თუმცა ბათუმელთა სასიხარულოდ, ბურთი ბადეს ზემოდან დაეცა. საპასუხო შეტევისას კი უკვე გურულის დარტყმული წავიდა რიკოშეტით და ამჯერად ბურთი "კოლხეთის" კარს გვერდიდან მოხვდა.
ეს იყო და ეს. ტაიმის ბოლოსკენ ბათუმელები კი გააქტიურდნენ, მაგრამ აქედან შედეგი ვერ ნახეს. ამ დროისთვის მასპინძლები 10 მოთამაშით იყვნენ მოედანზე, რადგან შეცვლაზე შესულმა ლევან გულუამ 3 წუთში აბდულა ბასლეჰლოს (სირიელმა არბიტრმა შეხვედრა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა) ორი ყვითელი ბარათი "დასტყუა" - პირველ შემთხვევაში მეტოქის საჯარიმოში ხელით თამაშისთვის, როცა ფოთელებს მეტისმეტად სახიფათო ეპიზოდის შექმნა შეეძლოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"