გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა

AutoSharing Option
10 აპრილს, ბოლნისის "სიონთან" სათასო მეოთხედფინალური შეხვედრის ბოლო წუთზე, სერიოზული ტრავმა მიიღო ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალურმა მცველმა გიორგი ონიანმა, რომელიც მეტოქესთან ორთაბრძოლისას მოედნის უკან მდებარე დამცავ კონსტრუქციას შეეჯახა.

ონიანი მაშინვე იქნა გადაყვანილი კლინიკაში.

გამოკვლევის საფუძველზე, დადგინდა კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა.

ღამითვე მას ოპერაცია გოგი მაღალაშვილმა და ვახტანგ პერტაიამ ჩაუტარეს და ამჟამად იგი რეანიმაციული განყოფილებიდან გადაყვანილია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია და დგინდება დადებითი ნევროლოგიური დინამიკა.

გიორგის მალე გამოჯანმრთელებასა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ვუსურვებთ.

ს/კ "ტორპედო" ქუთაისი
აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:

სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული