რაც შეეხება ნამატს, ეს ჯერ უცნობია, მაგრამ 27 მაისს რადენიმე შესაძლო ტრანსფერის შესახებ ხმები გავრცელდა.
ჯერ ადგილობრივი მოლაპარაკებებით დავიწყოთ: შესაძლოა, თბილისურ კლუბში ვიხილოთ "ზესტაფონის" მარჯვენა მცველი, 23 წლის ალექსი ბენაშვილი. თბილისელებს კონტრაქტის გაფორმება გორის "დილას" მარცხენა მცველთან, დავით კვირკველიასთანაც სურთ - გორელთა კაპიტანი 2002-04 წლებში "დინამოში" უკვე თამაშობდა და კარიერა სწორედ აქედან აიწყო.
მოლაპარაკება მიმდინარეობს ბაქოს "ინტერის"
კლუბის მმართველები სამარის "კრილია სოვეტოვისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ალეკო ამისულაშვილის დამატებაზეც ფიქრობენ.
ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, "კრილია" შეინარჩუნებს თუ არა ადგილს რუსეთის პრემიერლიგაში.
მეხუთე შესაძლო შენაძენად კი მილან ბაროში დაასახელეს - ჩეხეთის ნაკრების ცნობილი თავდამსხმელი, რომელიც ამჟამად ოსტრავას "ბანიკში" თამაშობს.
31 წლის ჩეხს ბევრი ცნობილი კლუბის ფორმა მოურგია - "ლივერპულის", "ასტონ ვილას", "ლიონის", "გალათასარაის".
გაჩნდება თუ არა ამ ჩამონათვალში თბილისის "დინამო"? ხმები თავად გუნდის კულუარებიდან გავრცელდა და მათი გადამოწმება ვცადეთ, მაგრამ "დინამოში" ამ ხმებს არასერიოზული უწოდეს და გვითხრეს, რომ რეალურად განხორციელებული ტრანსფერების შესახებ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში აცნობებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი ცვლილებები თბილისის "დინამოში" - პირველი კარლეს კოტო წავიდა
თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაში