ბარაბაძე სპარტაკის განაცხადშია

AutoSharing Option
მიხეილ ბარაბაძე ცხინვალის `სპარტაკში" ჩაირიცხა და წინა ტურში, ბოლნისში ”სიონის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. როგორც გავარკვიეთ, 22 წლის თავდამსხმელი განაცხადში ვერ შეიყვანეს, მაგრამ პრობლემა მოგვარდა, საფრანგეთიდან გათავისუფლების ფურცელი ჩამოვიდა და 21 ნოემბრის ტურში ”ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ 18-კაციან განაცხადში მაინც მოხვდება.

საკადრო დეფიციტის პირობებში, ცხინვალელებს კვალიფიციური თავდამსხმელი სასწრაფოდ დასჭირდათ, ასეთად კი ბარაბაძე ჩათვალეს, რომელიც ვარჯიშებზე თავი კარგად წარმოაჩინა.

”დიდი ხანია გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, კონტრაქტი კი მაისამდე გავაფორმე. აქეთ-იქით სიარულით ბევრი დავკარგე. ერთწლიანი კონტრაქტი ჩემთვის მისაღებია, რადგან სტაბილურ გარემოში ვარჯიშით და სათამაშო პრაქტიკით
ფორმას აღვიდგენ. მერე უცხოეთში დაბრუნება უფრო გამიიოლდება", - ამბობს ბარაბაძე.

ქართველი ფორვარდი ორი წელი უცხოეთში თამაშობდა – ჯერ დანიის მეორე ლიგის `ჰიკში”, შემდეგ კი საფრანგეთის მესამელიგელ ”რუანში". ერთხელ ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს, მაგრამ მერე ყველაფერი აერია. იგი ასახელებს იმ მიზეზებს, რომლის გამოც საფრანგეთიდან წამოსვლა მოუხდა.

”საფრანგეთში კონტრაქტი 1 ივლისს დამიმთავრდა და ესპანეთში წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ აგვისტოში ეს ვერ მოხერხდა. სავიზო პრობლემებმაც ხელი შემიშალა, არაევროკავშირელებზე დაწესებული შეზღუდვები ყველას მოეხსენება. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში იძულებით დავბრუნდი. აქ თამაშს შარშანაც ვაპირეებდი, მაგრამ საბოლოოდ ისევ საფრანგეთში წავედი. ახლა ამის შანსი გამიჩნდა და მინდა ”სპარტაკის" ხელძღვანელებს იმედები გავუმართლო".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული