
ის "ესპანიოლის" საფეხბურთო სკოლისა და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ სარაგოსა მულეტიმ შეცვალა, რომლის კვალიფიკაცია რეალურად უცნობია.
მაგრამ ამაზე არანაკლებ აქტუალური გახდა ორი ტრავმირებული ფეხბურთელის გაშვება: გიორგი ონიანმა "ტორპედოს" წარმატებისთვის მოედანზე დადო თავი და დღემდე მკურნალობს.
იხილეთ ვიდეო

გულშემატკივრისთვის მისი ამბავი ცნობილია, ვალერი ბოლქვაძის ტრავმა კი ბევრისთვის უცნობი დარჩა. 25 წლის შემტევ ნახევარმცველს ქუთაისურ კლუბში თამაშის დროს ჯვარედინი იოგები გაუწყდა და
"გეგუჩაძესთან თანამშრომლობა გვსურდა, მაგრამ "ლოკომოტივიდან" გადმოსული მოთამაშეები და სარაგოსა ერთიანი ორგანიზმი იყო და მისი დაშლა არ გამოდიოდა.
რაც შეეხებათ ტრავმირებულებს: ჩვენ არ გავურბივართ მორალურ პასუხისმგებლობას და კარგად გვესმის, რომ დასაფასებელია თითოეული ტორპედოელი, ვისაც კლუბის წარმატებაში წვლილი შეუტანია.
გიორგი ონიანი კი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე იყო. საბედნიეროდ, ის დროულად გამოჯანმრთელდა და რეაბილიტაცია ესაჭიროება.
სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსაც ველაპარაკე და გიორგის ისინიც ყველანაირად დაეხმარებიან.
ამას გარდა, ჩვენ ონიანს ხელფასს მანამდე შევუნარჩუნებთ, სანამ მოედანს დაუბრუნდება.
ვალერი ბოლქვაძე პერსპექტიული ფეხბურთელია, მშვენიერ ფორმაში იყო და სამწუხაროა, ტრავმამ რომ შეაჩერა მისი პროგრესი. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და მოედანს დაუბრუნდება.
კლუბმა ევროპაში მისი მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა და ოპერაციის გასაკეთებლად მალე გერმანიაში გაემგზავრება. ამავე დროს, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი მასაც შევუნარჩუნეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ კლუბისთვის ბევრი გააკეთა", - გვითხრა "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.
ეს ამბავი ვალერი ბოლქვაძემ დაადასტურა:
"დიახ, "ტორპედოდან" წამოსვლის მიუხედავად, გუნდი ფინანსურად დამეხმარა. ჯვარედინი იოგები დამიზიანდა და მკურნალობასა და რეაბილიტაციას 6 თვე მაინც უნდა.
ახლა ვარკვევ, ოპერაციას სად გავიკეთებ და რეაბილიტაციას როდის დავიწყებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტრავმა რომ მივიღე, "ტორპედოს" საქმეს ვაკეთებდი - ვინ დაეხმარება გიორგი ონიანს?
გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი