"გაგრა" მორიგ ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
"გაგრამ" "მერანის" სტადიონზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ზვიად ჯელაძის გაწვრთნილები გუბაზ დოლიძის გუნდს, "იბერია 2010"-ს დაუპირისპირდნენ.

"გაგრას" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა - ლაშა კალანდაძე, ნუგზარ ხოჯაშვილი და თამაზ ჟიშკარიანი. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტრავმა მიიღეს ცოტნე ხარაბაძემ და ჯონ ჯერემიამ და მოედანი ნაადრევად დატოვეს.

ანგარიში მე-11 წუთზე პენალტით ქოჩლაშვილმა გახსნა. 26-ე წუთზე ივანიშვილმა საჯარიმო დარტყმით "გაგრას" კარი მეორედ აიღო და "იბერია" 2:0 დააწინაურა.

38-ე წუთზე ფერცელიძემ სტუმართა საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო, მეკარეს აუღებელი დაურტყა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 1:2.
მეორე ნახევარში კი ჭკუასელმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული