თუმცა, ყველას არ გაუჭირდა ისე, როგორც "ზუგდიდს".
როგორც ცნობილია, კლუბს წლის დასაწყისში 1.5 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი დაუმტკიცეს, მაგრამ ახალ დირექტორს, მალხაზ ჭეჟიას "ზუგდიდის" სალარო ცარიელი დახვდა და სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე არა იმდენად ახალწვეულების დამატებასა და გაძლიერებაზე, არამედ დაფინანსების წყაროს მოძიებაზე უხდებოდა ფიქრი.
სახელმწიფოს თანადგომის იმედი ილუზია რომ გამოდგა, ჭეჟიამ კომერციულ ბანკებს
ახლა კი გავრცელდა ხმა, თითქოს "ზუგდიდს" ერთ-ერთმა ბანკმა კრედიტი გამოუყო და მოთამაშეებს ხელფასების დავალიანებას გაუსტუმრებენ. ლაპარაკია 300 ათას ლარზე, რომელსაც შემდეგ წლიური დაფინანსებიდან გაისტუმრებენ.
რეალურად კი, ვითარება ცოტა სხვაგვარია: ჭეჟიას თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მცირე თანხა გამოჰყო, კლუბმა თამაშებზე მაინც რომ იაროს და ფეხბურთელებს ელემენტარული მოთხოვნები დაუკმაყოფილოს.
ცხადია, სულ არაფერს მიზერული თანხა ჯობია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობისთვის სოლიდური დაფინანსებაა საჭირო. ამიტომ ეს საკითხი კვლავ აქტუალურია.
და ბოლოს - ბაქარ მირცხულავა "ზუგდიდს" ნახევარწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. 21 წლის ცენტრალური მცველი 3 წლის განმავლობაში ლისაბონის "ბენფიკას" დუბლებში თამაშობდა, ბოლოს კი კიშინიოვის "ზიმბრუში" გამოდიოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"