უჩვეულო ფაქტი: ნიკა აფაქიძე "ზუგდიდის" ქომაგს ბოდიშს უხდის...

AutoSharing Option
ამ ბოლო დროს საქართველოში ფანების მოძრაობა გაძლიერდა. მათ უკვე ანგარიშს უწევენ ნაკრებებსა თუ კლუბებში. ამის მაგალითია "ზუგდიდის" ფეხბურთელის განცხადება, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

..."ზუგდიდმა" ეროვნული ჩემპიონატი ცუდად დაიწყო: 3 ტურის შემდეგ გუნდის მონაგარი მხოლოდ 1 ქულაა. ზუგდიდელებმა ორივე საშინაო შეხვედრა წააგეს: 1:3 საჩხერის "ჩიხურასთან", 0:2 - მარტვილის "მერანთან". არადა, ერთ დროს ზუგდიდში მოგება ლიდერებსაც უჭირდათ.

"ზუგდიდის" გულშემატკივარი ასეთი სტარტით უკმაყოფილოა და საყვარელი გუნდისგან მეტ მონდომებასა და თავდადებას ითხოვს. ცხადია, "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი კობა წიტაიშვილიც არანაკლებ წუხს წარუმატებლობაზე. სწორედ ამიტომ ჩამოიყვანა სამი
ეგვიპტელი ფეხბურთელი, თანაც, სრულიად უსასყიდლოდ. ზუგდიდში აფრიკელებს ერთი სახლი უქირავეს - ეს არის და ეს.

Sportall.Ge"ზუგდიდის" მცველმა ნიკა აფაქიძემ კი სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:

"ჩემი უდიდესი პატივისცემა გულშემატკივრებს "მერანთან" მხარდაჭერისთვის!..

სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ, ჩვენი თამაშით გაწბილებულები დარჩით. ფეხბურთელები ამას ძალიან განვიცდით - მართლაც სირცხვილია!

გთხოვთ, კვლავ აქტიურად დაგვიდგეთ გვერდში, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს მატჩებში ნანატრი გამარჯვება მოვიპოვოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტვილთან საშინაო არ იყო, გასვლაზე წააგეს...
zugdidiski
11:09 29-08-2013
0

სიახლეები პოპულარული