სენსაცია: ლანჩხუთის "გურიამ" თბილისის "დინამო" დაამარცხა

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ტურის დარჩენილი მატჩი გაიმართა.

ლანჩხუთის "გურიამ" "ჩელე არენაზე" თბილისის "დინამო" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

46-ე წუთზე ლანჩხუთელები ვილი ისიანმა დააწინაურა, ხოლო 76-ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

დინამოელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - 85-ე წუთზე გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ ტურის სხვა მატჩები:
ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - გამარჯვებულს არ ასამართლებენ [VIDEO]
დილა-მეტალურგი 3:0 - გორელებმა ხასიათი გამოიკეთეს [VIDEO]
სპარტაკი-ტორპედო 0:1 - მონდომებაც და ლოგიკაც [VIDEO]
ზუგდიდი-სიონი 2:1 - კობა წიტაიშვილმა
სიტყვა შეასრულა

ვიტ ჯორჯია-მერანი 3:0 - რა უნდა ჩაენიშნა თემურ ქეცბაიას ასეთ თამაშში?
მკითხველის კომენტარები / 11 /
გათამაშების დასკვნით ეტაპზე, შემდგომ პირველ ექვსეულში ჩემპიონობის მოპოვებისთვის "გურიასთან" მოპოვებულ ქულებს, მეტი შანსია რომ არ ჰქონდეს მნიშვნელობა და თუ ეს თამაში დადებული იყო ტოტალიზატორზე, არ არის გამორიცხული ვიღაცამ კლუბის ბიუჯეტის შესავსებად ფული გააკეთა.
avaza
21:52 03-09-2013
0
ფიფიამ უნდა გაუშვას ტყავაძე პირველ რიგში რადგან არცერთმა ტრანსფერმა არ გაამართლა, შემდეგ უჰრინი და ფეხბურთელები ვუო, გლიშიჩი. და კიდევ მინდა მივმართო გლადიატორებს:გასაგებია და დასაფასებელი თქვენი თავდადება დიანმოს მომართ 5-0 ზეც რომ ტაშს უკრავთ, მაგრამ არცერთი ევროპული გუნდის გულშემატკივარი არ დაუკრავს გუნდს ტაშს რომელსაც ფეხებზე კიდია გულშემატკივარი და სტადიონზე გულს არ დადებს. ეს პირიქით უნდა გააპროტესტოთ, ბრძოლით რომ წააგებენ კი ბატონო, მაგრამ ამ მდგომარეობაში როგორშიც ეხლა დინამოა აუცილებლად უნდა გაპროტესტდეს, თქვენ კიდევ ყველაზე ადვილად შეგიძლიათ ეს!
dato
10:52 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული