ბოლნისის "სიონი" საჩხერის "ჩიხურას" დაუზავდა - 2:2. დიმიტრი ტატანაშვილმა სტუმრები 46-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ იქვე ფეხბურთში დაბრუნებულმა ირაკლი სამხარაძემ გაათანაბრა.
84-ე წუთზე აკაკი მიკუჩაძემ "სიონი" წინ გაიყვანა, მაგრამ 90-ე წუთზე ლაშა ჭელიძემ წონასწორობა აღადგინა.
რუსთავში "მეტალურგმა" გოგი ფიფიას ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო "ზუგდიდს" - 1:0.
შიდაქართლის დერბი გორის "დილასა" და ცხინვალის "სპარტაკს" შორის გიორგი დევდარიანის გუნდმა 3:1 მოიგო.
მიხეილ გორელიშვილმა
თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. სტუმრები მოულოდნელად, მე-3 წუთზევე დაწინაურდნენ, ლამაზი გოლი გაიტანა ბექა ციკოლიამ.
მე-18 წუთზე დავით კვირკველიამ გაათანაბრა, ვეტერანმა მცველმა 51-ე წუთზე დუბლი შეასრულა, 2 წუთში კი გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა. შემდეგ "მერანმა" კვლავ შეამცირა სხვაობა, ხოლო 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პატრიკ ვუომ ყველა კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა - 4:2.
"ზესტაფონმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა. 87-ე წუთზე მასპინძლები ირაკლი ქობალიამ დააწინაურა - 1:0.
თბილისის "დინამო" უახლოეს მდევარს უკვე 3 ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის VII ტურის წინ: მომზადების ფასი