საჩხერის "ჩიხურამ" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლა. პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. დიმიტრი ტატანაშვილმა პენლატი ზუსტად შეასრულა, ხოლო 62-ე წუთზე ანგარიშზე კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა და დუბლი შეასრულა. სტუმრებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა 89-ე წუთზე ნიკოლოზ კვეკვესკირის გოლით შეძლეს - 2:1.
ლანჩხუთის "გურიამ" გორის "დილა" მიიღო. კობა შალამბერიძემ "გურია" 63-ე წუთზე დააწიანურა - 1:0. ალექსანდრე კოშკაძემ მე-80 წუთზე მატჩის საბოლო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
"ზესტაფონმა" სტუმრად "ზუგდიდი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი
"ვიტ ჯორჯიასა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელმა ნიკა სიჭინავამ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა, ხოლო გიორგი კორიფაძემ მე-15 წუთზე საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ელგუჯა ლონჟანიძემ ანგარიში 3:0 გახადა. რუსთაველებმა გოლის გატანა 45-ე წუთზე მოახერხეს, თავი დავით საჯაიამ გამოიჩინა. 68-ე წუთზე "მეტალურგის" ფეხბურთელმა ლუკა რაზმაძემ პენალტი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყავანა, მაგრამ კორიფაძესა (80) და ლობჟნიძეს (85) გოლების შემდეგ "ვიტ ჯორჯიამ" საბოლოო ჯამში მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
ქუთაისის "ტორპედომ" სტუმრად მარტვილის "მერანი" გაანადგურა. სტუმრებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. გოლების ავტორები გახდნენ თორნიკე კაპანაძე (9), ზაზა ჭელიძე (28), გიორგი კუხიანიძე (59).
ბოლნისის "სიონმა" თბილისის "დინამო" მიიღო. ანგარიში "დინამოს" ლეგიონერმა დორინ გოგამ მე-8 წუთზე გახსნა. მე-16 წუთზე თორნიკე აფციაურმა გაათანაბრა, თუმცა 37-ე წუთზე დორინ გოგამ კვლავ დააწინაურა საკუთარი გუნდი. გიორგი მერებაშვილმა კი 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო გოგამ 78-ე წუთზე უკვე ჰეთ თრიქი შეასრულა - 1:4.