6:1: "დინამომ" და "მეტალურგმა" მეტოქეები არ დაინდეს

AutoSharing Option
20 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის თამაშები გაიმართა.

გორის "დილამ" "ზუგდიდს" უმასპინძლა და ვერ მოუგო 1:1. ამ შეხვედრაში "დილას" რამაზ სოღოლაშვილი წვრთნიდა.

რუსთავის "მეტალურგმა" მარტვილის "მერანს" 6:1 მოუგო, მასპინძელთა რიგებში დუბლი არავის შეუსრულებია. "სპარტაკმა" "გურიასთან" 0:1 წააგო.

ქუთაისის "ტორპედოსა" და ბოლნისის "სიონის" თამაში 1:1 დასრულდა, ისევე როგორც "ზესტაფონისა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრა.

ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისის "დინამომ" "ჩიხურას" უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. ჩისკოს ანგარიშზე ჰეთთრიკია, ჯაბა დვალის - დუბლი.

"დინამო" 22 ქულით პირველ ადგილზეა, "ტორპედო" მეორე ადგილზეა 19 ქულით. მარცხის
მიუხედავად, ჩიხურა 16 ქულით მე-3 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
fruidze ***............somexam ra dagishava romar daayene karebshi
nukri
23:35 20-10-2013
0
მერანის "მარტვილი" კი არა მარტვილის "მერანი" სხვა რა მეთქმის!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული