"უპირველესად, მადლობას ვუხდი ზუგდიდელებს გულთბილი მიღებისთვის, კლუბის ხელმძღვანელობას კი - ნდობისთვის.
21-წლიან სამწვრთნელო კარიერაში აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაში მიმუშავია, მათ შორის ისეთშიც, როგორშიც ამჟამად "ზუგდიდი" იმყოფება.
ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ ერთსულოვნებით მდგომარეობიდან არა ერთი გუნდი გამოგვიყვანია. დანარჩენს საქმე გვიჩვენებს.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუნდის წევრების პოტენციალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ "ზუგდიდი" აუცილებლად დარჩება უმაღლეს ლიგაში", - ამბობს გაბელაია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა