ცხრილს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ ეს გუნდები ექვსეულში დამკვიდრებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან და, ცხადია, "დილა"-"ტორპედო" ამითაცაა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი.
"ტორპედო" ბოლო შეხვედრებში ვეღარ ჩაუქობს - ჩემპიონატში წინა ოთხი თამაში წააგო. "დილას" რაც შეეხება, ბოლო ტურში "დინამოს" სტუმრად ფრედ ეთამაშა და "ტორპედოსთან" შეხვედრისთვის ცუდ ხასიათზე არ უნდა იყოს.
თამაშის წინ "ტორპედოს" ერთ
- წინა შეხვედრებში, ალბათ, იმიტომ ვერ მივაღწიეთ ჩვენთვის სასურველ შედეგს, რომ არ გვიმართლებდა, თორემ ბოლომდე ვიხარჯებოდით. წარუმატებლობების სერია "დილასთან" უნდა დავასრულოთ.
- "ტორპედო" ახალგაზრდული გუნდია, სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭირო ჯანი გუნდს, ალბათ, არ აღმოაჩნდა...
- ეტყობა, დავიღალეთ, გუნდის ბირთვს 20 წლის ფეხბურთელები შევადგენთ, გამოცდილი მოთამაშე ჩვენთან ცოტაა და "ტორპედოს" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები არასაკმარისი გამოცდილებითაც უნდა აიხსნას.
- გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "დილასთან" რა შანსი უნდა ჰქონდეს ასეთ "ტორპედოს"?
- ჩვენი კოზირია ახალგაზრდული ჟინი და შემართება. "დილასთან" შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.
- წაგებების 4-მატჩიანი სერია იმის ბრალიც ხომ არ არის, რომ მეტოქეებმა უკვე კარგად შეისწავლეს თქვენი სათამაშო სტილი?
- არა მგონია, რადგან ჩვენ სხვადასხვა ტაქტიკით ვთამაშობთ, მაგალითად, "ზესტაფონთან" ხუთი მცველით ვითამაშეთ, სხვა შეხვედრებში კი ოთხი მცველით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIV ტურის წინ: აბა, ვინ გაუძლებს?..