ცხრილს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ ეს გუნდები ექვსეულში დამკვიდრებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან და, ცხადია, "დილა"-"ტორპედო" ამითაცაა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი.
"ტორპედო" ბოლო შეხვედრებში ვეღარ ჩაუქობს - ჩემპიონატში წინა ოთხი თამაში წააგო. "დილას" რაც შეეხება, ბოლო ტურში "დინამოს" სტუმრად ფრედ ეთამაშა და "ტორპედოსთან" შეხვედრისთვის ცუდ ხასიათზე არ უნდა იყოს.
თამაშის წინ გორის "დილას" მთავარ მწვრთნელ რამაზ სოღოლაშვილს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- რატომ ჩაითვალა "დინამოსთან"
- იმ თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე და იქიდანაც, რომ "დინამო" ჩემპიონატის ლიდერია, ასეთ გუნდთან სტუმრად ფრე ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ის ქულა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან გვჭირდებოდა.
რაც შეეხება "დილას" ფეხბურთელებს, მართლაც ისეთი კონტინგენტი გვყავს, რომ გუნდმა სამეულისთვის იბრძოლოს.
- "ტორპედომ" ბოლო ოთხი მატჩი წააგო და ნავსის გატეხას "დილასთან" ეცდება...
- რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ "ტორპედო" ძალიან მოტივირებული იქნება და ეცდება, საკუთარი თამაში ითამაშოს, რასაც ჩვენი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ.
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ არაერთხელ აღნიშნა, გიორგი ქვილითაია გაცილებით მეტს იმსახურებსო, თუმცა მას "დილაში" მცირე სათამაშო დრო ეძლევა...
- გული მწყდება, რომ ქვილითაიას სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვათამაშებთ, მეტწილად ერთი ცენტრალური თავდამსხმელი გვყავს ხოლმე. გამოცდილი ირაკლი მოდებაძე ჩემპიონატის ბომბარდირებში დაწინაურდა, თან ისიცაა, რომ ის და ქვილითაია ერთი სტილის თავდამსხმელები არიან.
"დინამოსთანაც" გვინდოდა ქვილითაიას მოედანზე შეყვანა, მაგრამ ორი იძულებითი შეცვლის გაკეთებამ მოგვიწია და ეს ახალგაზრდა თავდამსხმელიც ვეღარ ვათამაშეთ.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, რისკზე წასვლის საშუალება არ გვაქვს და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. გვინდა, ქვილითაიას და გიორგი აბურჯანიას რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივცეთ და როგორც კი ამის საშუალება იქნება, ამას გავაკეთებთ კიდეც.
- "ტორპედოსთან" მატჩს "დილა" დანაკლისით ხვდება?
- კახა ალადაშვილსა და ლექსო კვახაძეს ისეთი ტრავმები აქვთ, რომ მომდევნო შეხვედრასაც გამოტოვებენ. მცირე ტრავმა აწუხებს მოდებაძეს, თუმცა, ალბათ, მოახერხებს მოედანზე გასვლას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIV ტურის წინ: აბა, ვინ გაუძლებს?..