შეგახსენებთ, რომ ზესტაფონი-სპარტაკის მატჩი მძიმე მეტერეოლოგიური პირობების გამო გადაიდო.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა დავით სვანიძემ ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. ხოლო ვალერი აბრამიძემ 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
"დინამო არენაზე" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა "ვიტ ჯორჯიამ", რომელმაც თბილისის "დინამო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გატანილი გოლის ავტორი 89-ე წუთზე ლაშა კასრაძე გახდა.
გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის მატჩი კი უგოლო ფრედ დასრულდა.
ქუთაისის "ტორპედოსთან" გამარჯვებით "ზუგდიდმაც" გაიხარა [VIDEO]