"ვიტ ჯორჯიამ" თბილისის "დინამო" მისსავე მოედანზე დაამარცხა

AutoSharing Option
15 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონი-სპარტაკის მატჩი მძიმე მეტერეოლოგიური პირობების გამო გადაიდო.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა დავით სვანიძემ ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. ხოლო ვალერი აბრამიძემ 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

"დინამო არენაზე" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა "ვიტ ჯორჯიამ", რომელმაც თბილისის "დინამო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გატანილი გოლის ავტორი 89-ე წუთზე ლაშა კასრაძე გახდა.

გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის მატჩი კი უგოლო ფრედ დასრულდა.

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედოსთან" გამარჯვებით "ზუგდიდმაც" გაიხარა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
მსაჯმა გადაგარჩინატ გორელებო
nukri
09:00 16-12-2013
0
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა - ისე ინფორმაციისთვის თამაში რისთავში იყო ;)
შოთა ნიშნიანიძე
01:19 16-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული