გიორგი მერებაშვილი: "დინამოდან" ჩემი ნებით წასვლას არ ვაპირებ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა გუნდში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "დინამოში" ძირეული ცვლილებები იწყება. გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უკვე დატოვა სამმა ფეხბურთელმა და 7 ტრანსფერზეა დაყენებული. მათ შორის გიორგი მერებაშვილიცაა (იხილეთ ვრცლად).

"ჩემი ნებით და სურვილით არსად ვაპირებ წასვლას... რაც შეეხება, რა მოხდა და რა ხდება, ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი...", - დაწერა მერებაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული