ინფორმაცია კლუბის გენერალურმა დირექტორმა გია ხურციძემ დაგვიდასტურა და სხვა არანაკლებ საინტერესო სიახლეებიც გაგვიმხილა:
"გეწაძე? დიახ, ის ჩვენთან მოდის. მის გარდა, "ტორპედოში" ითამაშებენ სევასტი თოდუა, ზაალ ელიავა, ზურაბ მენთეშაშვილი, თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე, "ზესტაფონის" ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ადამია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექსმოთამაშე გიორგი ჭედია; ასევე - "ზესტაფონის" ყოფილი
ვალერი აბრამიძის ჩამოყვანაც გვსურდა, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით. საგაზაფხულო ეტაპზე ძალიან რთული ამოცანების გადაჭრა მოგვიწევს და გამოცდილ ფეხბურთელებს ამიტომაც ვიწვევთ".
ხურციძის თქმით, ფინანსური საკითხები მოგვარების პროცესშია და, შესაძლოა, კლუბი მოსკოვში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა დააფინანსოს.
"ტორპედოს" პრეზიდენტი გიორგი დემეტრაძე კი იმედოვნებს, რომ საჭირო ბიუჯეტს სამთავრობო სტრუქტურებიც გამოყოფენ.
აქვე ვიტყვით, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, არნემის "ვიტესისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილ მეპატრონე მერაბ ჟორდანიას სურდა ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვა, არ დადასტურდა.
ჩვენმა კოლეგა ელენე ბილიხოძემ ჟორდანიასთან დაკავშირებით ეს გვითხრა:
"ბოლო პერიოდში ქუთაისის "ტორპედოში" განვითარებული მოვლენების შემდეგ ბევრმა მთხოვა, მერაბ ჟორდანიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მისი პოზიციაც ყოფილიყო საზოგადოებისთვის ცნობილი.
ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ მაქვს უფლება მოგახსენოთ, რომ ბატონი მერაბ ჟორდანია ფეხბურთში გიორგი დემეტრაძის დაბრუნებას და "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნას მიესალმება.
ის მზად არის, კონსულტაციის სახით მათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს. ამასთან, ბატონმა მერაბმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"