შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ეს გუნდი აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა დატოვა და თბილისის "დინამო 2" ჩაიბარა. მის ნაცვლად, "სამტრედიის" გაწვრთნა გიორგი დევდარიანს შესთავაზეს. გამოცდილი სპეციალისტი თავიდან თანახმა იყო, მაგრამ ეტყობა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
სანაიამ კი "ლელოსთან" დაადასტურა, რომ "სამტრედიაში" მიიწვიეს. მას სწორედ იმ დროს დავუკავშირდით, როცა მოსალაპარაკებლად მიემგზავრებოდა:
"კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ შემოთავაზება მაქვს და ახლა სწორედ სამტრედიაში მივდივარ. დავილაპარაკებთ და, სავარაუდოდ, საკითხი მალევე გადაწყდება".
როგორც გაირკვა, PRO-ლიცენზიის
"სამტრედიის" გარდა, 34 წლის სპეციალისტს თბილისის "ლოკომოტივში", ხობის "კოლხეთსა" და ჭიათურის "მაღაროელშიც" უმუშავია. 2013 წელს მას რუსთავის "მეტალურგი" ჩააბარეს, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო წლის ბოლოს გაათავისუფლეს.
რაც შეეხება იმავე "სამტრედიას", ეს გუნდი პირველი ლიგის B ზონაში, ბათუმის "დინამოსთან" ერთად, 31-31 ქულით ლიდერობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"