ფიფას რეიტინგში 102-ე და უეფას რეიტინგით 33-ე საქართველო ამ ორგანიზაციამ საკმაოდ დააფასა - ჩვენი უმაღლესი ლიგა 343,00 ქულით 50-ე ადგილზეა და უსწრებს სლოვენიას, ალბანეთს, ბელორუსს, სლოვაკეთს, უზბეკეთს, ირლანდიას, ყაზახეთს, ფინეთს, სომხეთს, ავსტრალიას, ბოსნიას...
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ადგილი ქვეყანა ქულა
1. ესპანეთი 1155,00
2. ინგლისი 1128,00
3. გერმანია 1056,00
4. იტალია 927,00
5. ბრაზილია 896,00
6. არგენტინა 868,00
7. საფრანგეთი 796,00
8. რუსეთი 739,50
9. კოლუმბია 724,50
10.
ასეულში შემდეგი პოსტსაბჭოური ქვეყნების ლიგები მოხვდა:
8. რუსეთი
14. უკრაინა
41. მოლდოვა
43. აზერბაიჯანი
50. საქართველო
54. ესტონეთი
57. ლატვია
60. ბელორუსი
68. ლიტვა
69. უზბეკეთი
83. ყაზახეთი
87. სომხეთი
სასიამოვნოა, რომ საქართველოს ლიგა ბელორუსისა და ყაზახეთისაზე წინაა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ - ევროპის ლიგაში ამ ქვეყნების გუნდები მოხვდნენ და არა - ჩვენი.
აღსანიშნავია, რომ IFFHS-ის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოს უმაღლესი ლიგა მე-3 ადგილზეა.
1. ესპანეთი
7. საფრანგეთი
50. საქართველო
60. ბელორუსი
84. ფინეთი
IFFHS-მა აქაც უპირატესობა მოგვანიჭა. სხვათა შორის, ფიფასა და უეფას რეიტინგებითაც ამ სიაში მე-4 ადგილზე ვართ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"