ილია კოკაია "ზესტაფონის" პრეზიდენტად ბრუნდება?

AutoSharing Option
თურქულ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და რუმინეთის ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) მეოთხეადგილოსან "პანდურიისთან" დამარცხდა.

გია გეგუჩაძემ თითქმის ყველა ის ფეხბურთელი ათამაშა, ვინც მოსამზადებლად ჰყავს წაყვანილი.

ქართულ ფეხბურთში ავად დამკვიდრებულმა "ბოლო წუთების ფაქტორმა" ამჯერად ზესტაფონელებს დაასვა დაღი. გეგუჩაძის გუნდის საგრძნობი უპირატესობის მიუხედავად, რუმინელთა ბრაზილიელმა ალექს დოს სანტუშმა მეკარე მეშველიანს სწორედ პირველი ტაიმის ბოლო წამზე გაუტანა მატჩის ერთადერთი გოლი.

"ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მეშველიანი, ღონღაძე (64. თორნიკე გრიგალაშვილი), თევდორე გრიგალაშვილი, ფერიერა, გურული (67. გაგოშიძე), ჭელიძე (64. ჭანტურიშვილი), შარიქაძე (64.
სარდალიშვილი), ჭანკოტაძე (64. კუხიანიძე), დოლიძე (64. კაპანაძე), გეწაძე (64. ფანცულაია), საბანაძე (64. ტატანაშვილი).

მოსამზადებელი ეტაპის მომდევნო მატჩს ზესტაფონელები 7 თებერვალს, ჩეხურ "პრშიბრამთან" ჩაატარებენ, 13 თებერვალს უკრაინულ "ჩერნომორეცს" შეხვდებიან, 15-ში კი - მაკედონიურ "ტურნოვოს". გეგუჩაძეს შეგირდებისთვის ერთი სპარინგი 10 თებერვალსაც სურს, მაგრამ ჯერჯერობით მეტოქის ვინაობა უცნობია.

"ზესტაფონი" თურქეთში 17 თებერვლამდე დარჩება და, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ საქართველოში დაბრუნებულ კლუბს პრეზიდენტად... ისევ ილია კოკაია დახვდეს. ყოველ შემთხვევაში, კლუბში ამ ბიზნესმენის ახლო მომავალში დაბრუნების შესახებ სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

კოკაიას დაბრუნებაზე მოლაპარაკე ხალხს ასეთი არგუმენტი აქვს - წმინდა სპორტული საკითხების მოსაგვარებლად გუნდში დღესდღეობით მაინც ილია კოკაიას ფული იხარჯება, ზესტაფონის გამგეობის მიერ გამოყოფილი 300 ათასი ლარი კი კომუნალურ და სხვა გადასახადებს მოხმარდებაო.

ოფიციალურად, "ზესტაფონის" ხელმძღვანელად გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი ითვლება.

შეგახსენებთ, იმერლების ყოფილი პრეზიდენტი კლუბიდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან დაპირისპირების გამო წავიდა. სიჭინავამ კოკაიას ულტიმატუმი წაუყენა - პოსტი დატოვე, თორემ მე წავალ "ზესტაფონიდანო".

ცხადია, სიჭინავამ ეს ულტიმატუმი არ მიიღო, ხოლო "ზესტაფონის" პრეზიდენტი სიტყვის ერთგული დარჩა და წავიდა კიდეც. საკითხავად კი ის დატოვა, როდემდე ჩამოშორდა კლუბსა და ქართულ ფეხბურთს?

საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ კოკაია კლუბში მალე ძველი სტატუსით დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

კობა ინასარიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგია თუ ბატონი ილია დაბრუნდება. ე.ი. სასამართლოზე მოწმედ გამოიძახებენ.
shota-qutaiski
05 თებერვალი 2014 15:39
0
სად წერია მერე გორგიაშვილი?

კარგად წაგეკითხა შენ თვითონ
sergo
05 თებერვალი 2014 12:40
0
რომელი წლის სტატიაა ხალხნო? გორგიაშვილი დინამოში თამაშობს რა ზესტაფონი შეასწორეთ სტატია
nika
05 თებერვალი 2014 11:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული