თბილისის "დინამომ" თურქმენეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
ანტალიური შეკრების ბოლო მატჩში თბილისის "დინამო" თურქმენეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, 2012 წლის ჩემპიონსა და თასის მფლობელს და ბოლო პირველობის ვერცხლის პრიზიორს, "ნებითიჩის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

თურქმენულ გუნდთან შეხვედრაში "დინამომ" ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშა. გუნდს ტრავმირებული გიორგი ლორია და ირაკლი მოდებაძე აკლდნენ.

ამ მატჩში დუბლი ჩისკომ შეასრულა (მე-6 და 88-ე წუთებზე), 30-ე წუთზე კი თავისსავე დარტყმული 11-მეტრიანის დამატებაზე გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. მეტოქემ დინამოელთა კარის აღება 59-ე წუთზე შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დაუშვილი, პაპავა, ხიდეშელი (60 -
რეხვიაშვილი), გველესიანი, კვირკველია, პაპუნაშვილი, ძარია, ჯანელიძე (70 - ცინცაძე), ჩისკო, ვუო (78 - გორგიაშვილი), მერებაშვილი (46 - გოგა).

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
აქაც კომენტარი დაბლოკილია,რა ხდება?
vaxvax
09:23 11-02-2014
0
კაი, დინამოელებსარ შერცხვათ, ასეთ გუნდს რომ წვალებით მოუგებს, მაგრამ ჟურნალისტებს არ გრცხვენიათ, ამას რომ აქვეყნებთ?
0000
01:20 11-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული