იენს იანსე: გპირდებით, თბილისის "დინამოსთვის" ასი პროცენტით დავიხარჯები

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ჰოლანდიელი ახალწვეული, მარჯვენა მცველი იენს იანსე საზოგადოებას 17 თებერვალს წარუდგინა. 27 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი ჰოლანდიის ერედივიზიონში გაატარა, ახალი გუნდის ფორმით ბურთი უკვე გააგორა (იხილეთ ვრცლად).

იანსემ "დინამოს" ოფიციალურ გვერდს თავისი პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"ამ თვის დასაწყისში გავიგე "დინამოს" ინტერესის შესახებ. დამიკავშირდნენ სპორტული მენეჯერი და მთავარი მწვრთნელი. მოხარული დავრჩი ასეთი სახელოვანი კლუბის ინტერესის სფეროში მოხვედრით.

მინდა აღვნიშნო, რომ სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, თუმცა აქაურმა პირობებმა და მიზნებმა მომხიბლა.

"დინამოს" დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს და ევროპაში ცნობილი
კლუბია. თავად მოსამზადებელი ბაზა საუკეთესოა და აქ ყველა პირობაა ნაყოფიერი მზადებისთვის.

ამპლუით მარჯვენა მცველი ვარ, თუმცა მარცხენა ფლანგზეც შემიძლია ასპარეზობა. მიზნები კი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობა და ევროთასებზე წარმატებულად გამოსვლაა.

"დინამოს" გულშემატკივარს კი ვპირდები, რომ გუნდისთვის ასი პროცენტით დავიხარჯები. შევეცდები, ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო და წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ",
- აქვეყნებს იანსეს ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული