XX ტური: თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურა" გაანადგურა

AutoSharing Option
2 მარტს საქართველოს ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" ზესტაფონში თბილისის "დინამო" მიიღო. შეხვედრაში პირველი გოლის გატანა დინამოელებმა მოახერხეს, მე-9 წუთზე ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე გათანბრება გიორგი გაბედავამ მოახერხა.

თუმცა "დინამომ" დაწინაურება კვლავ მოახერხა, ამჯერად პენალტი 38-ე ზუსტად ჩისკომ შეასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი სტუმრების უპირატესობა ორამდე გიორგი მერებაშვილმა გაზარდა - 1:3.

მეორე ტაიმის შემდეგ "დინამომ" მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა. ჩისკომ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. საბოლოო ჯამში "დინამომ" "ჩიხურა" ანგარიშით 5:1 გაანადგურა.

ბოლნისის "სიონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:2 დასრულდა. ბოლნისელთა პირველი გოლის შემდეგ (ვალერი აბრამიძე 42), ტორპედოელებმა ოთარ კვერნაძემ (65) და მამუკა ღონღაძემ (85) საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანეს.

მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

"ზესტაფონმა" სტუმრად "ვიტ ჯორჯია" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. დუბლი გიორგი კუხიანიძემ გაიფორმა (28;56).

"ზუგდიდმა" გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 39-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიას გოლის შემდეგ, ლუკა გუგუჩიამ 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი "ზუგდიდის" ფეხბურთელმა ზვიად სიხარულიამ 56-ე წუთზე გაიტანა.

ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ მოედანზე ცხინვალის "სპარტაკთან" მინიმალური ანგარიშით წააგო. გოლით თორნიკე თუხარელი 66-ე წუთზე გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთის სპეციალისტი არ ვარ. მით უმეტეს ქართული ფეხბურთის. კითხვა მაქვს მცოდნე ხალხთან: გურიას რომ არცერთი ფრე არ აქვს 20 ტურში ეგ რეალურია ვითომ?
jondo
02:06 03-03-2014
0
ნუთუ კველა თამაშია გაკიდული ამ ჩემპიონატში, მიმიფურთხებია თქვენთვის თქვე ახ...ბო...
gulshematkivari
17:26 02-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული