ცნობილია გელა სანაიას გუნდის მიერ ჩასატარებელი საკონტროლო მატჩების განრიგიც. 16 ივლისს "სამტრედია" ზუგდიდის "ბაიას" შეხვდება, 17 ივლისს ბათუმის "დინამოს", 20 ივლისს საჩხერის "ჩიხურას", ხოლო 22 ივლისს – მარტვილის "მერანს".
ახალი სეზონისთვის მზადების პარალელურად, მიმდინარეობს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოებიც.