ყაზახურმა ინტერნეტ-გაზეთმა ~სპორტსმა" რუსთავის ~ოლიმპს" სტატია უძღვნა, სადაც საინტერესო ფრაგმენტებს წავაწყდით:
~ქართველი ოლიმპელები მზიური რუსთავიდან"
... `ოლიმპზე~ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ
რუსთავი გამწვანებული, ნათელი და ძალიან კომფორტული ქალაქია და თუკი ~აქტობეს~ გულშემატკივრები გუნდს გაყვებიან, იოლად
იპოვიან გასართობს პატარა, მაგრამ თანამედროვე ქალაქში.
... რუსთავის ~ოლიმპს" არც მდიდარი ისტორია აქვს და ვერც ტიტულებით მოიწონებს თავს (~აქტობე", ალბათ, ტიტულებით^ განებივრებულია). საბჭოთა კავშირის პერიოდში, მეორე ლიგის მეცხრე ზონაში ასპარეზობდა და სახლში თითქმის არ აგებდა. მისი ყველაზე პრინციპული მეტოქე აზერბაიჯანული ~ქიაფაზი" გახლდათ. ამ გუნდების შეხვედრები უკომპრომისო ბრძოლაში მიმდინარეობდა და ზოგჯერ საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც მიდიოდა.
ეს უნდა გაითვალისწინონ ~აქტობეს" მოთამაშეებმა, სამხრეთელები ძალიან ტემპერამენტიანები არიან და მოედანზე ათასგვარ ეშმაკობას მიმართავენ, იქნება ეს მსაჯისთვის შეუმჩნეველი ხელისკვრები, დარტყმები თუ აშკარა სიმულაციები.
... რუსთაველებმა მიმდინარე სეზონში პირველობა უპრობლემოდ მოიპოვეს და ოქროს მედლებს ფინიშამდე სამი ტურით ადრე დაეუფლნენ, მაგრამ ჩავარდნებიც ჰქონდათ – ერთ-ერთ ასეთი მატჩად პირველ ეტაპზე თბილისის ~დინამოსთან" 0:4 წაგებას დავასახელებდით.
თუმცა, ჯამში გუნდმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძეც აღნიშნავს...
საქართველოს ჩემპიონი ძლიერი კოლექტივია, მაგრამ ყაზახეთის ჩემპიონს მისი დამარცხება სავსებით ხელეწიფება და პირველი ეტაპი უნდა გადალახოს, თუკი ევროპაში კარგი შედეგის მიღწევას ფიქრობენ".
~აქტობეს" მცველი პიოტრ ბადლო ამბობს:"გუნდში სრული (სრულიო!) საბრძოლო განწყობაა და მატჩისთვის მთელი სერიოზულობით ვემზადებით. ~ოლიმპზე" ვერაფერს გეტყვით, კლუბზე საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს. ჩვენი სურვილია, საშინაო მატჩში რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, მათი იმედები რომ არ გავაცრუოთ".
26 წლის ნახევარმცველი მარატ ხაირულინი კი, რომელიც ~აქტობეში" გამოდიოდა და წლეულს ნიჟნი ნოვგოროდის ~ვოლგადან" იჯარით დაიბრუნეს, ყაზახეთში მიბრუნების რეალურ მიზეზებს ასახელებს.
"გუნდში იმიტომ დავბრუნდი, რომ ~ვოლგაში" საქმე ვერ ამეწყო. 26 წლის ვარ და თამაში მსურს და არა სკამზე ჯდომა. სათამაშო პრაქტიკა მაკლდა, ძირითადში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩავატარე, უმთავრესად კი შეცვლაზე შევდიოდი. ~"აქტობეს" გარდა, რუსეთის პირველი ლიგის კლუბში მიწვევდნენ, მაგრამ ვამჯობინე სერიოზული მიზნების მქონე ყაზახურ კლუბში თამაში, პირველ ლიგაში გამოსვლას~, - ამბობს ~აქტობეში" ახლახანს დაბრუნებული მარატ ხაირულინი.