მეტალურგი-სტუ 1:0 - რუსთავიდან წასულებს ერთიც დაემატა

AutoSharing Option
უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, რუსთავის "მეტალურგი" აგრძელებს მეორე წრისათვის მზადებას. ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა 27 იანვარს მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა პირველი ლიგის წარმომადგენელ სტუ-სთან და 1:0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "მეტალურგი" ჯერ "ცხინვალთან" დამარცხდა - 0:4, მერე კი გორში "დილას" 2:0 მოუგო.

ბოლო საკონტროლო მატჩში ერთადერთი გოლი "მეტალურგის" 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჯოხაძემ გაიტანა.

ისევე, როგორც წინა სპარინგ-მატჩებში, ვარლამ კილასონიამ ამჯერადაც ორი შემადგენლობა ათამაშა.

I ტაიმი: ბედიაშვილი - ლ. მჭედლიშვილი, ნარიმანიძე, ვ. კილასონია (უმცროსი), ლ. ნოზაძე,
კ. ხიზანეიშვილი - სარიშვილი, ვასაძე, სტეფნიაშვილი - ტორონჯაძე, სიხარულიძე;
II ტაიმი: ნადირაძე - ი. შალიკაშვილი, მიქაუტაძე, ლ. ჩაგელიშვილი, გულუა - ექვთიმიშვილი, ზ. მამასახლისი, ასათიანი - ჯოხაძე, ლ. მაისურაძე, პაქსაშვილი.

მასპინძელთა გუნდში არ უთამაშიათ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებს - გიორგი კილასონიასა და ზურაბ გელაშვილს. ამას გარდა, როგორც "მეტალურგის" თავკაცმა გვითხრა, მატჩის მერე რუსთაველთა გუნდში სინჯებზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს (შალიკაშვილი, ჩაგელიშვილი, ასათიანი) სხვაგან მოუწევთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

და კიდევ - გაირკვა, რომ "მეტალურგიდან" უკვე წასულ ფეხბურთელთა სია (გიორგი ქავთარაძე, კახაბერ კაკაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, დავით გელაშვილი, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ალავერდაშვილი, ირაკლი ხუჭუა) კიდევ გაიზარდა: "ზესტაფონში" გააგრძელებს კარიერას ფლანგის ნახევარმცველი, 21 წლის ივანე ხაბელაშვილი. ეს ფეხბურთელი "მეტალურგში" 2012 წლიდან ასპარეზობდა და უმაღლეს ლიგაში 26 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული.

მომდევნო საკონტროლო მატჩში "მეტალურგი" 4 თებერვალს, ასევე პირველი ლიგის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული