მაგარი მომენტი ფუტსალის ლიგიდან: 4 მოტყუებული ფეხბურთელი და მეკარის სასწაული "სეივი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში თსუ 2 "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" გუნდს შეხვდა და მეორე ნახევარში მაყურებელმა ლამაზი საფეხბურთო მომენტი იხილა, ისეთი, საუკეთესო მიმოხილვებში რომ ხვდება.

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" შემტევმა გიორგი ღავთაძემ თსუ-ს 4 ფეხბურთელი ეფექტურად მოატყუა და ძალიან ძლიერად დაარტყა. თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ თსუ-ს მეკარე გიორგი ჯოხაძე ბურთს თითებით მისწვდა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ღავთაძეს კი ძალიან ლამაზი გოლი "მოჰპარა".

შეხვედრა "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:0. გოლები ბექა ბექაურმა და
გიორგი ღავთაძემ (10-მეტრიანი დარტყმით) გაიტანეს.

ორივე გუნდი ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალში გავიდა და იქაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ფუტსალის ლიგა 2-დან ფუტსალის ლიგაში 2 კლუბი დაწინაურდება. აღსანიშნავია, რომ თსუ 2 გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ აინაცვლებს ზევით, რადგან საქართველოს პირველ უნივერსიტეტს ფუტსალის ლიგაში 1 გუნდი უკვე ჰყავს, რომელიც, სხვათა შორის, ასევე ნახევარფინალშია გასული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული