ქობულეთელები 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "ტიტანიკში" 35-კაციანი შემადგენლობით დაბინავდნენ. გუნდი თურქეთიდან 10 თებერვალს დაბრუნდება და მეორე წრისთვის მზადებას "ჩელე არენაზე" გააგრძელებს.
ქობულეთელები პირველ სპარინგშივე დამარცხდნენ - 1:2 მაკედონიურ "შკენდიასთან". ქართული გუნდიდან ერთადერთი გოლი ზაზა ტუღუშმა გაიტანა.
დაგეგმილია ამხანაგური მატჩები მოლდოვის "ტირასპოლთან", ყაზახურ "ოკჟეტეპესთან", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობასა და ჩერნოგორიის "პოდგორიცასთან".
შეგახსენებთ, რომ გუნდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კახა მჟავანაძე, რუსთავის "მეტალურგის" მარცხენა უკანახაზელი ირაკლი ხუჭუა და ქუთაისის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობის მცველი ბაქარ ლაღაძე დაემატნენ.
ამას გარდა, ხანგრძლივი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"