ცხინვალი-რაბოტნიჩკი 1:0 - მესამე და სამართალი!

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ცხინვალმა" მესამე მატჩი გამართა და, როგორც იქნა, მოიგო. კახა კაჭარავას შეგირდებმა მაკედონიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "რაბოტნიჩკი" დაამარცხეს - 1:0.

პირველი ტაიმი ქართველთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ჯერ საგოლე მომენტი ლაშა შინდაგორიძეს ჰქონდა, მერე რატი ცაცკრიალაშვილს არ გაატანინა მაკედონიელთა მეკარემ.

სულ მალე ამ ორმა ფეხბურთელმა კიდევ შექმნა ხიფათი "რაბოტნიჩკის" კართან, მე-40 წუთზე კი შეხვედრის ერთადერთი გოლიც გავიდა - ვასილ ბაჩიაშვილის ჩაწოდების შემდეგ ცაცკრიალაშვილმა ერთი შეხებით, მეკარისაგან შორეულ მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა ბურთი.

მეორე ტაიმი მაკედონიელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა ორჯერ
ქართული გუნდი მეკარე სოსლან ნანიევმა გადაარჩინა. ჩვენებურთაგან კი გატანა უჩა ბურძენაძეს შეეძლო.

კაჭარავამ ეს შემადგენლობა ათამაშა: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, იმედაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, მახარობლიძე, ქარდავა, შინდაგორიძე, მარკოზაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ივანიშვილი; შეცვლაზე შევიდნენ: ნანიევი, ცერცვაძე, გიორგაძე, ბურძენაძე, მაისაშვილი, მუმლაძე, რუხაძე, ლექვთაძე, ახვლედიანი, არაბული.

"სპარტაკი" შეკრების ბოლო მატჩს რუმინეთის პირველი ლიგის ლიდერ "ვოლუნტართან" ჩაატარებს და მერე სამშობლოში დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე სპარტაკი კი არა "ცხინვალია"
ძნელია ამის დამახსოვრება?
ჯანგო
15:23 06-02-2015
0

სიახლეები პოპულარული