გიორგი ჩელებაძე: ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ საქართველოში ასეთი დონის ლეგიონერი არ გვყავს

AutoSharing Option
14 მარტს ქობულეთელი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. "შუქურა" "ჩელე არენაზე" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს პირველად 16 სექტემბერს, პირველ წრეში შეხვდნენ. მაშინ "დინამო არენაზე" მასპინძელმა 6:0 მოიგო. "შუქურას" კაპიტან გიორგი ჩელებაძეს რევანში სურს:

"ვეცდებით, მოედანზე ორმაგი მოტივაციით გავიდეთ, რადგან თბილისში ასეთი ანგარიშით წაგება ჩვენთვის დიდი სირცხვილი იყო.

ჯერ ერთი, ამას არ ვიმსახურებდით, უბრალოდ, წამიერი მოდუნება არ გვაპატიეს. შემდეგ სათასო შეხვედრაშიც დამტკიცდა, რომ "დინამო" ასეთი უპირატესობით ვერ გვჯობდა, ქობულეთში 1:1-ის შემდეგ, თბილისში 84-ე წუთამდე 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ ბოლოს 1:3 წავაგეთ.
ანუ, "დინამომ" კი გვაჯობა, მაგრამ მათთან ბრძოლა მოვახერხეთ და ეს ახლაც შესაძლებელია".

ჩელებაძე მიიჩნევს, რომ ლეგიონერებმა გუნდის ამბიცია გაზარდეს:

"ბრაზილიელებისა და ადრიან პუკანიჩის დამატებამ "შუქურა" საგრძნობლად გააძლიერა. ბოლო ორ ტურში რომ ვიგებთ, მათი დიდი დამსახურებაცაა.

პუკანიჩი ჯერ კიდევ არაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ვუყურებ ვარჯიშებზე, თამაშებზე და ვრწმუნდები, რომ საქართველოში ასეთი დონის ლეგიონერი არ გვყავს და არც ვიცი, ოდესმე თუ გვყოლია".

Sportall.Ge
ფოტოზე: ადრიან პუკანიჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეე ჩისკოს დონის არ გვყოლია მაგაზეე ბერად მაგარი გრაიციარი და ალვარო იყო აკინოც მაგარი იყოო მარა ჩიჩის დონოს არავაინ გვყოლია უბრალოდ ეგ ერთერთი კარგი ლეგიონერია რომელიც საქართVელოში ჩამოვიდა
0
Miecit moqalaqeoba da nakrebshi daudaxet
revaz
14:03 14-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული