ამის შესახებ უკრაინული წყაროები და თავად ფეხბურთელი იუწყებიან.
შევჩენკო კიევის "დინამოს" 2013 წლიდან ეკუთვნის, თუმცა მთავარ გუნდში კონკურენციის გამო არასდროს უთამაშია და უჟგოროდის "ჰოვერლასა" და დონეცკის "ოლიმპიკში" იყო განათხოვრებული, თუმცა სათამაშო პრაქტიკა არც ამ გუნდებში ჰქონია.
ბოლოს შევჩენკო "დინამო 2"-ში ცდილობდა ფორმის შენარჩუნებას, ქართულ კლუბში ტრანსფერზე კი Football.ua-ს ესაუბრა.
- ჩემი აგენტი ჩემთვის გუნდს თებერვლიდან ეძებდა - როგორც უკრაინაში, ისე საზღვრებს გარეთ. საჭირო იყო ისეთი
- ამჟამად "ტორპედო" მე-14 ადგილზეა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. როგორი ამოცანები გექნებათ გუნდსა და პირადად თქვენც მიმდინარე ჩემპიონატში?
- 13 თამაში დარჩა და საჭირო იქნება მათგან, მინიმუმ, 10 მოვიგოთ, ხოლო ვინაიდან სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა, ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელი იქნება მაღალი ადგილის დაკავება.
- ხომ არ გისაუბრიათ რომელიმე უკრაინელ ფეხბურთელთან, ვისაც საქართველოში უთამაშია? ახლა ხომ იქ უამრავი ჩვენი თანამემამულე ლეგიონერი თამაშობს...
- არა, ჯერჯერობით არავისთან მისაუბრია.
- ზოგადად, რა იცით "ტორპედოსა" და საქართველოს ჩემპიონატზე?
- ვიცი, რომ უწინ "ტორპედო" კარგად თამაშობდა და დიდ კონკურენციას უწევდა თბილისის "დინამოს". შემდეგ იყო პრობლემები, ცვლილებები, ჩავარდნა... მაგრამ ეს გუნდი უმაღლესი ლიგისაა, სადაც გახსნილ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, რაც უკვე საინტერესოა!