ქუთაისის "ტორპედო": ნიკა საბანაძისთვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
2 მაისს, უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში ყველაზე პრინციპული შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

ეს გუნდები, რაც უნდა ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, ერთმანეთს მაინც არაფერს უთმობენ.

ქუთათურები მომავალი მატჩისთვის საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ემზადებიან. 29 აპრილს, გიორგი დარასელიამ შეგირდები საათნახევრის განმავლობაში დატვირთა. მხოლოდ ნიკა საბანაძეს არ უვარჯიშია - კლუბის სპორტული დირექტორის, ლევან სილაგაძის თქმით, თავდამსხმელი (სხვათა შორის, მატჩის დღეს ნიკა 24 წლის შესრულდება) ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

"თუ გახსოვთ, საბანაძე დაახლოებით ერთი თვის
წინათ დაშავდა. მას საზარდული აწუხებდა. ახლახან მოედანზე დაბრუნებასა და ვარჯიშის დაწყებას აპირებდა, მაგრამ ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და სამწუხაროდ, ახალი სეზონის დაწყებამდე ვარჯიშს ვერ შეძლებს.

არადა, ხომ იცით, ხარისხიანი ცენტრალური თავდამსხმელების რამხელა დეფიციტია, ნიკა კი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება", - ამბობს სილაგაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ უნდა და სადაც უნდა იქ წავიდეს.ეს რო ფეხბურთელი იყოს ფიფია რა შტერია რო დინამოში არ დატოვა.ასეთები ვედროა მანეთად.
feola
20:40 30-04-2015
0
tramva kiara mtavari mizezi sabanadzesa da daraselias shoris kompliqtia.. ar moewona bichs ro shecvales.. eg kiara ronaldu sheucvliat.. kargi pexburtelia da dzaan gamoadgeboda torpedos am matchebshi mara rasizam xasiat aqvs cudii )) tviton agar apirebs torpedoshi tamashs da sezonis bolos midis gundidan gadawyvetilia
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული