ილია კოკაია ზვიად სიჭინავას და რევაზ არველაძეს დებატებში იწვევს

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბოლო დროს არაერთხელ ითქვა და დაიწერა. კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ მოგვაწოდა კლუბის მფლობელის, ილია კოკაიას კომენტარი, რომელშიც ის რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას:

"მინდა მოგახსენოთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალური ორგანოების მხრიდან დავალიანების საკითხის მოგვარების მოთხოვნის შემდეგ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის დასარეგულირებლად.

სადღეისოდ, კლუბის აქტივები უკვე მნიშვნელოვნად აღემატება ვალდებულებებს და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება", - ამბობს კოკაია.

ამასთან, ის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დებატების ინიციატივით გამოდის:

"თუკი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის კლუბის მფლობელის სტატუსი არ არის
საკმარისი მასთან საკომუნიკაციოდ (რაც განსაკუთრებით გასაკვირია სფფ-ის მიერ დაფუძნებული საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, რომელშიც ნათლად იკითხება მატჩის გარიგების მცდელობის ამბავიც და სწორედ დღევანდელი სტატუსით ჩემი "ბრალეულობის" გადამოწმების აუცილებლობაც), მზად ვარ, ოფის-მენეჯერის პოზიციით დაწყებული, კლუბის პრეზიდენტის პოსტით დამთავრებული, ნებისმიერი სტატუსით წარვდგე მის წინაშე პირდაპირ ეთერში.

თუმცა აქედანვე მინდა გავაფრთხილო - მას მოუწევს საკმაოდ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის, ისეთზეც, რომელიც აქამდე არ დამისვამს.

ორმაგად მოხარული დავრჩები, თუკი ბატონი პრეზიდენტი ეთერში ფედერაციის გენერალურ მდივან რეზი არველაძესთან ერთად წარდგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა შე....ით ამ არველაძეებს. ვის უფრო მეტი დამსახურება აქვს ქართულ ფეხბურთში, კოკაის თუ არველაძეებს? განსაკუთრებით კი შოთის. შოთის დარი ფეხბურთელის გამოჩენას კარგა ხანი ვერ ეღირსებაა მისი ავადმახსენებელი. რა კლანი, რის კლანი. ....
gela
10:30 13-05-2015
0
ნუთუ სიტყვა"ინტრიგანი",ნათქვამი კოკაიას მისამართით,რომელიც არ გამოაქვეყნეთ და წერტილემით დასურათხატეთ ბილწსიტყვაობაში გადის? არა მგონია.
merabi
10:24 13-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული