სეზონის ბოლოს კოლხებმა თამაშს საგრძნობლად მოუმატეს, სატურნირი ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესეს და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც შეინარჩუნეს. ამაში კი 21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა უდიდესი როლი ითამაშა.
გიგაური ამბობს, რომ ამ ნაბიჯს სწორედ ამის გამო არ ნანობს:
"კახა კაჭარავასთან "ცხინვალში" გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, მაგრამ კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, სამწუხაროდ, აღარ გავაგრძელეთ, რადგან ფოთელებმა უკეთესი პირობები შემომთავაზეს. გვინდა თუ არა, დღეს პირობები ბევრს წყვეტს. მეორე მხარეც არის
მეორე წრეში ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, თუ შემადგენლობა რადიკალურად არ შეიცვლება და "კოლხეთს" სხვების მსგავსი ბიუჯეტი ექნება, მომდევნო სეზონში სამეულისთვისაც ვიბრძოლებთ. ბევრ ძლიერ გუნდში მითამაშია და ამ სიტყვებს შემთხვევით არ ვამბობ".
სეზონი მთავრდება, გიგაური ფორმაშია და ამბობს, რომ "კოლხეთში" გატარებული პერიოდი ძალიან წაადგა:
"უპირველესად, მინდა ზაზა ინიაშვილს მადლობა გადავუხადო. მისი დამსახურებაა, ასეთ კარგ ფორმაში რომ ვარ. მენდობა და მეც მსურდა, ეს ნდობაა გამემართლებინა. რა დასამალია და, "კოლხეთში" იმიტომაც გადმოვედი, რომ შემდგომში უცხოეთში წასვლის იმედი მქონდა.
ლაშა ჯაკობიას კარგი კავშირები აქვს და იმედია, ის და ჩემი მენეჯერი გოგა გახოკიძე უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლაში დამეხმარებიან. მაგრამ ჯერ კონკრეტულ წინადადებაზე ლაპარაკი ნაადრევიც არის და უხერხულიც.
როცა ეს საკითხი გადაწყდება, მერე დასამალიც არაფერი მექნება. სავარაუდოდ, სიახლეები სეზონის ბოლოს მეცოდინება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"