გორის "დილა" ექვსი ახალწვეულით ძლიერდება - 4 ქართველითა და 2 უცხოელით

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონ გორის "დილას" 31 წლის სერბი მცველი სლავკო მარიჩი დატოვებს.

გამოცდილი უკანახაზელი, ვისაც აქამდე ბელგრადის "ჰაიდუკში", "მლადოსტში", "ბორაცში", "სლობოდაში", "რადნიჩკისა" და "ლამიაში" უთამაშია, ზამთარში შეუერთდა გუნდს და ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის ვერ ხვდებოდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბალკანელმა მძიმე ტრავმაც მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ "დილა" სერიოზულად აპირებს გაძლიერებას. გუნდი ექვს ფეხბურთელს დაიმატებს. აქედან ოთხი ქართველია, ორიც - ლეგიონერი ფორვარდი.

გორელები ახალი სეზონისთვის სამზადისს 10 ივნისს დაიწყებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ უცხოურ შეკრებებსაც გაივლიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე დაგაინტერესებთ