ფოთის "კოლხეთში" კენიის ნაკრების ფეხბურთელს ელიან

AutoSharing Option
ფოტოზე: ზაზა ინაშვილი
ფოთის "კოლხეთის" ხელმძღვანელებმა პრესკონფერენციაზე სეზონი შეაჯამეს და მედიასა და გულშემატკივრებს საინტერესო ამბები გაუმხილეს.

"ჩვენი მუშაობა განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა მეორე წრეში. ამ პერიოდში მოყვანილმა ყველა ფეხბურთელმა იმედი გაგვიმართლა და "კოლხეთის" წარმატებაში წვლილი შეიტანა.

გუნდი სწორ გზას ადგას და მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შევეცდებით. მთავარია, ფინანსურად კლუბს მეტი ყურადღება მიექცეს და შედეგიც გვექნება.

ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით. საკუთარ მოედანზე არ გვიწევ
და თამაში, სხვა პრობლემებიც იყო და ამის მიუხედავად, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს.

სამწუხაროდ, ფოთის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და "ფაზისზე" ახალ წლამდე ვერ ვითამაშებთ. ამიტომ ახალ სეზონსაც სხვა ქალაქში დავიწყებთ.

ფეხბურთელების უმეტესობას "კოლხეთთან" კონტრაქტი ამოეწურა. ზოგიერთი სხვა გუნდში გადავა, მაგრამ უმრავლესობა დარჩება და ხელშეკრულებას გააგრძელებს. ცხადია, შევსებაც იქნება. საუბარია ორი ლეგიონერის დამატებაზე, რომელთაგან ერთი - კენიის ნაკრების წევრია", - ამბობს "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი.

"კოლხეთის" გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია აქცენტს დაფინანსებაზე აკეთებს:

"არაერთი პრობლემა გვქონდა. უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის, დაფინანსების მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, რადგან ფოთს მეტი თანხის გამოყოფის საშუალება არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს წელი დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ხალხს შევპირდით, რომ "კოლხეთი" არ გავარდებოდა და სიტყვა შევასრულეთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღებულმა აქცენტმა გაამართლა. ეს მთავარი მწვრთნელის, ზაზა ინაშვილის დამსახურებაა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს შანსს, "კოლხეთიდან" უცხოეთში წავიდნენ და უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ. ამის მაგალითად შენგელიაც გამოდგება.

პირობები რომ გვქონოდა და საკუთარ სტადიონზე გვეთამაშა, გუნდი ხუთეულშიც მოხვდებოდა. მაგრამ ამბიცია და მეტის გაკეთების სურვილი ნამდვილად გვაქვს. მეორე წრემ დაგვანახვა, რომ "კოლხეთს" საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და დაფინანსება თუ გაიზრდება, ევროტურნირების საგზურისთვისაც ვიბრძოლებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ყველაზე მაგარ გუნდს საქართველოში!
კოლხი!
15:32 28-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული