Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, იაშვილი "დინამოში" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ინიციატივით მიიწვიეს და ის კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
37 წლის ვეტერანი ფეხბურთელი პროფესიულ ფებხბურთს მცირე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მისი ბოლო კლუბი "სამტრედია" იყო.
შეგახსენებთ, რომ იაშვილი თბილისის "დინამოში" 1994-97 წლებში თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 57 მატჩში 59 გოლის გატანა შეძლო.