ნიკა საბანაძე: დიდი ალბათობით, სეზონს "სამტრედიაში" დავიწყებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი ნიკა საბანაძე მომავალ სეზონს, დიდი ალბათობით, "სამტრედიაში" დაიწყებს. 24 წლის შემტევი უკვე ესაუბრა იმერელთა ახალ დამრიგებელ გია ცეცაძეს.

"მწვრთნელს ველაპარაკე. ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონს "სამტრედიაში" დავიწყებ", - გვითხრა გუშინ საბანაძემ, ვისაც აქამდე "ტორპედოში" (ორჯერ), "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია.

როგორც შევიტყვეთ, "სამტრედიას" ასევე სურს გივი იოსელიანის გადაბირება. 24 წლის ფეხბურთელს აქამდე "ტორპედოში", უნგრულ "კეჩკემეტში", სიონსა" და "ცხინვალში" უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
shergelashvili da ioselianic samtrediashi itamasheben. es ukve kaia gaaxalgazdavda gundi
gio smt
14:27 09-06-2015
0
საბანაძეა მაგ სისტემის ნაწილი? თუ იმიტოა, მისი ნაწილი რო ფეხბურთელია, მაშინ ყველა ფეხბურთელზე იგივე შეიძლება ითქვას, იმ მარტივი მიზეზის გამო რო ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ... თუ რამე ვერ გავიგე სწორად? შეგიძლია ცოტა კონკრეტულად (თუ ამის დრო და ნერვები გაქვს)?
irakli
16:46 08-06-2015
0

სიახლეები პოპულარული