რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა. კლუბის სატრანსფერო ამბებზე განმარტება ვთხოვეთ გორელთა მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს.
- ცხადია, კვეკვესკირის წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია "დილასთვის". ის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი იყო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნიკას იმ სამსახურისთვის, რაც მან "დილას" გაუწია.
- არ
- იყო, მაგრამ ჩვენ რაც შევთავაზეთ, იმაზე მეტი შესთავაზეს აზერბაიჯანელებმა. ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ნიკას გადავუხადოთ მადლობა. მან ეს დაიმსახურა.
- როდის შეუერთდებიან "დილას" ალეკო ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ნუკრი რევიშვილი?
- საერთოდ არ დაუსვენიათ ამ ფეხბურთელებს და გადავწყვიტეთ, ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიგვეცა. ოთხ დღეში ისინი გუნდთან ერთად იქნებიან.
- "დილაში" კიდევ თუ უნდა ველოდოთ ახალ ფეხბურთელებს?
- ორ დღეში უნდა გაირკვეს ნახევარმცველისა და თავდამსხმელის საკითხი. ზუსტად მაშინ გეტყვით ყველაფერს.
P.S. ჩვენი ინფორმაციით, ალეკო ამისულაშვილის ტრანსფერი "დილაში" ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ყველაფერს პასუხი უახლოეს დღეებში გაეცემა.