ფრუიძის ნაცვლად, პოსტზე ახალგაზრდა კაცი, ზურაბ ჩაკვეტაძე დაინიშნა, რომელიც ყმაწვილკაცობაში ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ.
სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ამ თანამდებობაზე დაწინაურებისა, რამაც ქუთაისელი ფანები ძლიერ გაახარა.
კონკრეტულად რა გახდა ფრუიძის გათავისუფლების მიზეზი, უცნობია. თუმცა შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინათ კლუბისა და მის წინააღმდეგ "ავტობუსის სკანდალი" ააგორეს - "ტორპედოს" კუთვნილი ავტობუსით ერთ-ერთი საჯარო სკოლის
ეს ამბავი უცნობი დარჩებოდა, შემთხვევით "ფეისბუქზე" ფოტო რომ არ ენახათ, რასაც ფანების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"