დავით მთივლიშვილი: პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე, ამას ახნსა არ აქვს...

AutoSharing Option
"სამტრედიას" ერთ-ერთი ახალწვეული საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "ზესტაფონის" ყოფილი ფლანგელი მცველი დავით მთივლიშვილია, რომელიც ამ პოზიციაზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება.

20 წლის მცველს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა:

- მიხარია, რომ ბოლო დეტალები გაირკვა და გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ვითამაშებ.

- უმაღლესი ლიგის ორ გუნდში უკვე ითამაშეთ და დიდ ფეხბურთთან ადაპტაციაც გაიარეთ...
- უმაღლესში დებიუტანტად ნამდვილად აღარ ვითვლები და მიმაჩნია, რომ ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონში" კარგი პრაქტიკა მქონდა, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. ამიტომ, საკუთარ თავს ახალ სეზონში უკეთეს თამაშს მოვთხოვ.

- გია
ცეცაძის გაწვრთნილმა 19-წლამდელებმა ყველა გაგვახარეთ, მაგრამ იმ გუნდიდან სერიოზულ პროგრესს ბევრმა ვერ მიაღწიეთ. პირადად თქვენ წინსვლას თუ გრძნობთ?

- დამიჯერეთ, თუ შრომა არ გეზარება, გაზრდა ჩვენს უმაღლეს ლიგაშიც შესაძლებელია. ჩემი აზრით, შესაძლებლობები ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, თუ უფრო მაღალი მიზნები გაქვს.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უცხოეთში თქვენი თაობიდან ბევრი ვერ წავიდა. რამ შეგიშალათ ხელი?
- უცხოეთში კი არა, ევროპის ჩემპიონატიდან რომ ჩამოვედით, ნახევარ გუნდს საქართველოს პირველობაზე თამაშიც კი სახვეწარი გაგვიხდა. ამის მიზეზებზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე - ამას ახსნა არ აქვს.

- ახალგაზრდებს არ გენდობიან თუ ვეტერანებს ვერ სჯობნით?
- თუ არ გვათამაშეს, როგორ ვაჯობებთ? ჩემი აზრით, ეს კლუბების პოლიტიკის ბრალია. ითხოვენ შედეგს და არ აკეთებენ აქცენტს პერსპექტივაზე. ურჩევნიათ, პირველივე სეზონში ვეტერანებით გავიდნენ ფონს, ვიდრე ახალგაზრდებს ენდონ და 2-3 წლის პერსპექტივაზე გათვლით უკეთესი გუნდი შექმნან. საბედნიეროდ, "სამტრედია" და კიდევ ორიოდე კლუბი მომავალზე ფიქრობენ.

- "ზესტაფონში" გენდობოდნენ და თამაშობდით, მაგრამ გუნდის ნაუცბათევმა დაშლამ მოთამაშეები მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ...
- ამ გუნდში საკმაოდ კარგი თამაშები ჩაავატარე და ნდობასაც ვგრძნობდი. ამის გამო, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბის მადლიერი ვარ. ყურები გუნდის დაშლის შემდეგაც არ ჩამომიყრია და სეზონის ბოლომდე "ცხინვალში" ვვარჯიშობდი, თუმცა იქ ჩემს აყვანაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

- მხოლოდ "სამტრედიამ" მიგიწვიათ?
- დიახ, მხოლოდ "სამტრედიამ" და, სიმართლე გითხრათ, ამ არჩევანით კმაყოფილი ვარ. აქ ისეთი გულშემატკივარია, შეუძლებელია, ფეხბურთელი მოდუნდე და ერთ ადგილას გაჩერდე. ასეთ ქალაქში თამაში ძალიან მახარებს.

- ცეცაძე თქვენ კარგად გიცნობთ. როგორ დაახასიათებდით მას? რის ხარჯზე აღწევს შედეგს?
- ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მომზადებისა და ბიჭებთან კარგი ურთიერთობის ხარჯზე. მას ფეხბურთელების დამუხტვა ეხერხება.

- უკვე ახალგაზრდული ნაკრების ასაკში ხართ. იქ დამკვიდრების იმედი თუ გაქვთ?
- ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ეს გუნდისთვისაც ძალიან კარგია და ფეხბურთელებისთვისაც - ჩვენ მხოლოდ კონკურენციაში გავიზრდებით. მოვახერხებ თუ არა ახალგაზრდულ ნაკრებში დამკვიდრებას, ეს მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გია ცეცაძის 19 წლამდელებში ყველა პერსპექტიული ფეხბურთელი იყო.თუ რატომ ვერ მიაღწია მათმა უმრავლესობამ სერიოზულ პროგრესს,იქნებ გეკითხათ კლუბების და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობისთვის!!!რამდენ მათგანს მისცეს თავის წარმოჩენის შანსი?გამოიძახებენ გუნდებში და დასხამენ სათადარიგოთა სკამზე(ხან იქაც არა).იმიტომ რომ უნდა ითამაშონ კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა ფეხბურთელებმა,ხოლო ვისაც ე,წ "კრიშა"არ ყავს იჯდეს სათადარიგოებში,რა უჭირს?ეს ხომ ყველამ კარგად იცით,ამ კითხას რომ ფეხბურთელს უსვამთ,რა პასუხის მოსმენას ელით???რატომ არ ენდობიან მათ იქნებ მწვრთნელებისთვის გეკითხათ!დიდი მადლობა გია ცეცაძეს,იცით რატომ მიაღწია მისმა გუნდმა წარმატებას?იმიტომ,რომ ის ამ ბიჭებს ენდობოდა!მე დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები ბევრჯერ გაგვახარებენ სწორედ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით და წარმატებებს ვუსურვებ მათ!
Mariana
09:40 29-06-2015
0
გია ცეცაძის 19 წლამდელებში ყველა იყო პერსპექტიული ფეხბურთელი,რატომ გიკვირთ რომ ამ ბიჭების უმრავლესობა დრეს არ ჩანს?ეს გუნდებს მოკითხეთ,რატომ არ აძლევენ თავის წარმოჩენის და გაზრდის საშუალებას?მიზეზი ხომ ყველამ იცით,რის გაგება გსურთ ამ ბიჭებისგან?იქნებ კლუბების და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელებს მიმართოთ ამ კითხვით,არ გიფიქრიათ?იქნებ დროა გამოვიდეთ სირაქლემას პოზიციიდან და რეალობას თვალი გავუსწოროთ.დიდი მადლობა გია ცეცაძეს,მას ამ ბიჭების სჯეროდა დაშედეგიც ამან მოიტანა,მას დღესაც სჯერა მათი და ცდლობს მისცეს შანსი.
მე დარწმუნებული ვარ,რომ ეს ბიჭები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ სწორედ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით.
მარიანა
09:18 29-06-2015
0

სიახლეები პოპულარული