თურქეთში გამგზავრებამდე ფოთის "კოლხეთი" ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. 12 ივლისს ურეკში ოზურგეთის "მერცხალს" გაეჯიბრება, 14-ში "ზუგდიდს" მიიღებს, 16-ში ქობულეთში "შუქურას" ესტუმრება, ხოლო 22-ში თერჯოლის "საპოვნელასთან" გაარკვევს ურთიერთობას.
ამასობაში, გუნდმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. ერთ-ერთი მათგანი 19 წლის ნახევარმცველი თენგიზ გოროზიაა, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და ამ გუნდის მაისურით ერთი გოლიც აქვს გატანილი.
კიდევ ერთი ახალწვეული 20 წლის ცენტრალური მცველი მურად აფხაზავაა. ის გორის "დილაში" თამაშობდა, ბოლოს კი - ოზურგეთის "მერცხალში" ირიცხებოდა.
კოლხებს დაეხმარება უკრაინელი შემტევი ნახევარმცველი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"