თბილისის "დინამომ" "საბურთალოდან" გიორგი თევზაძე დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" რიგებში კიდევ ერთი ახალწვეულია - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გიორგი თევზაძე, რომელიც "საბურთალოს" ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა.

ტრანსფერის შესახებ "საბურთალოს" ოფიციალური საიტი იუწყება.

თევზაძე მეორე ფეხბურთელია, რომელიც გია გეგუჩაძის გუნდში "საბურთალოდან" ამ ზაფხულს გადავიდა. მანამდე დინამოელთა რიგებს ბაჩანა არაბული შეუერთდა.

კიდევ ერთი საბურთალოელი, მეკარე ლაზარე კუპატაძე კარიერას იჯარით თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თევზაძე რო დინამოს ჭირდებოდა მაგას დიდი მიხვედრა უნდოდა? აქმდე უნდა გექნათ. ეხლა ერთი გამოცდილი ლეგიონერი ცენტრალური ნახევარმცველი უნდა დინამოს კიდევ
შაკო
20:27 17-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული