ქუთაისელმა ფანებმა "დინამო"-"ტორპედოს" ამხანაგური მატჩი ჩაშალეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზა. მატჩი 31 ივლისს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ამან ქუთაისელ გულშემატკივართა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი დარასელიას მოუწოდეს, ამ ამხანაგურ მატჩზე უარი ეთქვა (?!).

ორი კლუბის ურთიერთობიდან გამომდინარე, ქუთაისელმა ქომაგებმა "დინამოსთან" სპარინგის გამართვის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს.

"6 თამაშია, ქართულ დერბიში არ მოგვიგია. იმის ნაცვლად, რომ შემდეგი დერბი მოვიგოთ, მიდიხართ და ჩვენს ტაქტიკას აცნობთ მეტოქეს...

იქ ის ხელმძღვანელები დაგხვდებიან, რომლებიც საჩივრებს წერდნენ და ამის გამო ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" წევრებმა
ციხეში არაერთი დღე გაატარეს...

ჩვენ თუ არ გვცემთ პატივს, გიორგი ქიმაძის გადაწყვეტილებას მაინც ეცით პატივი. აქ მხოლოდ იმის გამო დარჩა, რომ იცოდა ქუთაისის და "ტორპედოს" ფასი.

იმედია, ამ ყველაფერს გაიაზრებთ და მაგ არაფრისმომცემ თამაშზე უარს იტყვით", - ვკითხულობთ ფანების წერილში.

გიორგი დარასელიამ ეს მოწოდება გაითვალისწინა და ამხანაგურ მატჩზე მართლაც უარი თქვა, რასაც ფანებმა "ღირსეული გადაწყვეტილება" უწოდეს.

ამასობაში, "ტორპედო", რომელიც წლეულს უცხოურ შეკრებაზე ვერ წავიდა, საკუთარ ბაზაზე ემზადება. საბა ადამაშვილისა და ზაურ გოგუაძის გარდა, რომლებიც მიკროტრავმების გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, ყველა ტორპედოელი მწყობრშია.

დღეს, 29 ივლისს, დარასელიას გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს საკუთარ ბაზაზე, ლანჩხუთის "გურიასთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთადერთი ტაქტიკა ქართულ გუნდებს აქვთ "ავიდააა"
ukunkuli
30 ივლისი 2015 14:54
0
ტაქტიკა)))
cxaltubo
29 ივლისი 2015 23:07
0
სულ გარეკეს ამ ფანკლუბებმა.ხან თურქები გადაგვამტერეს,ხან აზერები,ხან ერთმანეთს დაერევიან.და ამ დროს სულ 100-200 კაცია.
გია
29 ივლისი 2015 22:29
0
ერიჰა! გარეკეთ ჭიჭიკიებო? ტაქტიკა არა ბუშტი;ძლივს დარჩით ლიგაში.
დინამომდე თამაშებს არ აპირებთ? ხომ შეიძლება თქვენი ტაქტიკა ჩანაწერებიდან გაშიფრონ და დეიფსოთ
_*
29 ივლისი 2015 18:40
0
ერთი თამაში მაინც დამისახელეთ სადაც რეალს და ბარსას ამხანაგური ეთამაშოს?!!!დინამოს ეხლა რომ ხელმძხვანელობა ყავს პრეზიდენტის ჩათვლი რომლებიც ტორპედოს და მის დამსახურებას ქართული ფეხბურთის წინაშე არაფრად აგდებს და პირიქით დამამცირებლად საუბრობს ქუთაისური ფეხბურთის დამსახურებებზე აბსოლიტურად ლოგიკურად მიმაჩნია გულშემატკივრების და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება...
patikoo11@mail.ru
29 ივლისი 2015 13:24
0
ძუკუს ვინ მისცა ქუთაისში გადაწყვეტილების მიღების საშუალება? .... კაცს ვისთანაც ერთად თამაშობდა ქუთაისში ფეხბურთს, ერთი მეგობარი არ ჰყავს - ...
კლიმენტი
29 ივლისი 2015 13:00
0
საღოლ დარასელიას. და აქ დაშინება არაფელ შუაშია გულშემატკივრებიც გუნდის ნაწილია და მაგათი აზრიც გასათვალისწინებელია ;)
daTo
29 ივლისი 2015 12:59
0
იშვიათი მზეობაა
nodari
29 ივლისი 2015 12:49
0
მერაბ საიდან გააკეთე ეს დასკვნა?....!კიგარკვეული ფანები არ ემხრობოდნენ,მაგრამდინამომ თავად თქვა უარი.
ჯოტია
29 ივლისი 2015 12:41
0
რა თაქტიკირი მონახაზი აქვს "ტორპედო"-ს, ფეხბურთის თამაში არ იციან, ისევე როგორც დანარჩენმა ქართულმა გუნდებმა.
gigii
29 ივლისი 2015 12:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული