გია ცეცაძე: მე ამ ბიჭების მეიმედება

AutoSharing Option
"სამტრედიის" ფანკლუბის ("მტრედები") წევრებმა ტრადიცია არ დაარღვიეს - სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებს შეხვდნენ და გუნდის სახელზე ნაკურთხი მაცხოვრის ხატი გადასცეს...

ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოს სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" ქობულეთის "შუქურასთან" დაგეგმილი პირველი ტურის მატჩი 15 აგვისტოსთვის გადაიდო.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კი "ლელოს" მოსამზადებელ ეტაპზე, გუნდის მდგომარეობასა და სიახლეებზე ელაპარაკა.

- თურქეთში საკონტროლო შეხვედრები ჩაატარეთ. რა პირობებში ემზადებოდით და კმაყოფილი ხართ თუ არა?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. ეგ არის, რომ თურქმა ორგანიზატორებმა საკონტროლო შეხვედრების გრაფიკი შეგვიცვალეს და გვიმტყუნეს. თამაშები საკმაოდ
მაღალი დონის კლუბებთან დავგეგმეთ - "სამსუნთან", "ტრაბზონთან" და პირველი ლიგის გუნდებთან, მაგრამ ადგილზე ჩასულებს დაბალლიგელები დაგვახვედრეს. ამის მიუხედავადაც, იქ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და საქმე მაინც გაკეთდა.

- გუნდი, ფაქტობრივად, ხელახლა დაკომპლექტდა. ახალწვეულებზე რას იტყვით?
- ბოლოს მხოლოდ დათო ჯიქია მოვიწვიეთ და მიმაჩნია, რომ მას მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. ერთი გამოცდილი გიორგი დათუნაიშვილია, რომლის საქმისადმი დამოკიდებულებაც ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა და მისი შენარჩუნება მიხარია.

ისე, ჩვენი ფეხბურთელები "სამტრედიაში" არიან ახალწვეულები, თორემ მე ყველას ძალიან კარგად ვიცნობ. სულ 6 კვირა ვემზადებოდით და საქმისადმი მათი მიდგომით კმაყოფილი ვარ, თუმცა კიდევ უნდა მოუმატონ. ეს არცაა გასაკვირი. გასულ სეზონში უმაღლესი ლიგის გუნდების ძირითად შემადგენლობაში 2-3 მათგანი თუ თამაშობდა და გასახსნელად დრო სჭირდებათ.

- იქნებ ზრდა შეაჩერეს და უმაღლეს ლიგაში ამიტომ ვერ თამაშობდნენ და მათზე მინდობა სარისკო ხომ არ არის?
- დილით სახლიდან რომ გადიხარ, ესეც სარისკოა, მაგრამ შიშით თუ იცხოვრე, ასე ვერც გუნდს "გააკეთებ" და არც არაფერი გამოგივა. ეს ჩემი ცხოვრებისეული კრედოა. ფეხბურთს რისკი, შემართება და თავდადება უხდება.

ეს ბიჭები 19-წლამდელთა ნაკრებში "დაფრინავდნენ". მათ ვისაც აჯობეს, ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგებსა და ტოპ-გუნდებში წამყვან პოზიციებზე გამოჩნდნენ. არა მგონია, თამაში ისე დავიწყებოდათ, რომ საქართველოში ვერ ითამაშონ და ევროპელ თანატოლებს ბევრად ჩამორჩენოდნენ.

სწორედ ამის იმედად ავიყვანე ისინი და მჯერა, მეც გამიმართლებენ,
ხელმძღვანელობასაც და სამტრედიელ გულშემატკივრებსაც, რომლებიც გუნდის მიმართ უჩვეულო სითბოსა და სიყვარულს ავლენენ. რაც სამტრედიაში ჩამოვედით, ვარჯიშზე მოდიან და გვამხნევებენ. იცით, ეს რამხელა სტიმულია? ფეხბურთს ხალხისთვის ვთამაშობთ. შენი თამაში რომ არავის აინტერესებს, არ გამხნევებს და გვერდში არ გიდგას, ეს საშინელებაა. აქ კი წარმოუდგენელი ინტერესია. ნეტავ, ყველა ქალაქში ასე ხდებოდეს...

Sportall.Ge

- ხელმძღვანელობამ რა მიზანი დაგისახათ?
- ჩემპიონობასა და სამეულში მოხვედრას არავინ გვთხოვს, მაგრამ ისეც არ ვართ, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ. ჩემი ამოცანა ყოველთვის მოედანზე მოსაგებად გასვლაა და ვნახოთ, აქედან რა გამოგვივა.

ამ 16-გუნდიანი ჩემპიონატის გამართლება ის იქნება, ჩვენი ახალგაზრდები უმაღლეს ლიგაში რომ ითამაშებენ. მათ კი დიდი მოტივაცია აქვთ და სურთ, დაამტკიცონ, რომ მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებენ. კლუბის ხელმძღვანელობაც ამ აზრზეა, რომ ახალგაზრდები გავზარდოთ, გუნდი ნელ-ნელა ჩამოვაყალიბოთ და ხალხს ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მაჩანჩალა გუნდი არ დამაკმაყოფილებს. უბრალოდ, წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს და ეს უაზრობაც იქნება. ყველაფერს სეზონი გამოაჩენს.

- "სამტრედიაში" არის ისეთი პირობები, ნიჭიერი ფეხბურთელი რომ გაიზარდოს და სანაკრებო დონეს მიაღწიოს?
- ცალკე აღებულ რომელიმე კლუბში ეს ვერ მოხერხდება, ეროვნული ჩემპიონატის დონე თუ არ გაიზრდება. თუმცა, საქართველოში სადმე მოთამაშის გაზრდა თუ შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი კლუბი "სამტრედიაცაა".

მართალია, საკუთარი ბაზა არ გვაქვს, მაგრამ ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს გვიწყობს. მათ ერთწლიანი კლუბი არ აინტერესებთ, გრძელვადიანი პროექტით სურთ, რომ ძლიერ "სამტრედიას" ჩაუყარონ საფუძველი. ორ დღეში საქმე ვერ გაკეთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გია
სენი ბედი უკევ ცნობილია
გელა სანაია 2, შენაც მოგინელებენ.
ფეხბურთელები არ გივარგა.ეს ჭ კლასია და არა 1-ლი ლიგის დონე თუნდაც.
გული არ აგერია მათი ნაყურები?ა რმოგინდა გეთქვა- ბიჭებო ვინაც ხვდებით რომ უნდა წახვიდეთ,ახლავე გაიპარეთ აქედანო?
საპოვნელასთან ვერ მოიგებ გასვლას და თასზე მაჭახელას უგოლო ფრეს თუ გამოსტყუებ წარმატება იქნება!
jango
23:05 15-08-2015
0
ამას მიუგნია გუნდი ძმაო, არაფერს არ თხოვენ, მხოლოდ კარგ ფულს აძლევენ და შენი ნაცნობი ფეხბურთელები ათამაშეო, თანაც სამტრედიელებზე კი არ არის საუბარი, ვინც გინდა მოიყვანე კარგი პირობები შეუქმენი და მერე შეიძლება ფეხბურთი ითამაშოს. ასე განვითარდება ფეხბურთი, ვერ დავიჯერებ.
0

სიახლეები პოპულარული