გია გეგუჩაძე: ამოცანა შევასრულეთ და ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თერჯოლის "საპოვენლასთან" (4:0) უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"კარგია, რომ მოვიპოვეთ სამი ქულა, შევასრულეთ დასახული ამოცანა და ჩემპიონატი გამარჯვებით დავიწყეთ. ცუდი იყო, რომ სამი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოგვიწია. ორი ტრავმის და ერთიც ფეხბურთელის გაძევების გამო. შემდგომში ასპარეზობის დროს მეტი გონიერება გვმართებს", - აქვეყნებს გეგუჩაძის სიტყვებს "დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ტური. I ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" არ დაინდო
მკითხველის კომენტარები / 4 /
გია იქნებ შენ მაინც გვასახელო ევროტურნირებზე, წარმატებები!
georgiano
23:57 15-08-2015
0
მაგ ამოცანას ბაბუაჩემიც კი შეასრულებს, კარგით რაააააა.
vova
21:06 15-08-2015
0

სიახლეები პოპულარული