13:05 17-08-2015
დინამო (ბთ)-ზუგდიდი 5:0 - ორი კაცის ბენეფისი [VIDEO]
AutoSharing Option
მოულოდნელად იმიტომ, რომ სეზონის დაწყებამდე ზუგდიდელები კარგად მოემზადნენ. ისედაც, ბესიკ შეროზიას გაწვრთნილები ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. სხვათა შორის, "ზუგდიდმა" ეს შეხვედრაც კარგად დაიწყო და მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნაც შეეძლო - გიორგი ბულიამ მცველს ბურთი თავზე გადაუგდო და მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მეკარე მიხეილ ალავიძემ თავისიანები გადაარჩინა.
ბათუმელებმა პირველი გოლი მე-12 წუთზე გაიტანეს. მარჯვენა ფლანგზე ნიკა დიასამიძის ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველმა უხეიროდ მოიგერია და კარის წინ მყოფმა გიორგი ბერიაშვილმა ისე ძლიერად დაარტყა, ლამის ბადე შეიწირა - 1:0.
ორიოდე წუთში მარცხენა ფლანგზე ბექა ჭკუასელი ზესისწრაფით დაუსხლტა მცველებს და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველს გიორგი გაბედავა გაეპარა და ამ უკანასკნელმა ზუსტად დაარტყა - 2:0.
ჭკუასელმა გამოიმუშავა სტუმართა კარში დანიშნული პენალტიც. ბათუმელთა ფლანგის შემტევი საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მცველმა წააქცია - პენალტი უნაკლოდ შეასრულა ბერიაშვილმა და 3:0.
საერთოდ, ამ დღეს ჭკუასელი შეუჩერებელი იყო. მეოთხე გოლიც მისი მშვენიერი თამაშის შედეგად გავიდა. ახალგაზრდა შემტევი კვლავ დიდი სისწრაფით გასცდა მცველებს და მეკარესთან პირისპირ დატოვა ბერიაშვილი, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ესეც ჰეთ-თრიკი - 4:0.
ამას გარდა, აღსანიშნავია ჭკუასელის ორი საგოლე გადაცემა და ერთი გამომუშავებული პენალტიც.
ამ 19 წლის ბიჭმა ასე თუ გააგრძელა, კარგი პერსპექტივა გამოუჩნდება, რადგან ბოლო წლებში მსგავსი სწრაფი, სასარგებლო ახალგაზრდა მოთამაშე საქართველოში ბევრი არ არის...
მეორე ნახევრის დასაწყისში შეროზიამ მინდორზე ახალბედა ფეხბურთელები გამოიყვანა. სტუმრები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ გოლი მაინც იქით გაუშვეს, საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა ლუის ალბერტომ დააფიქსირა მას შემდეგ, რაც გიორგი ქავთარაძის მშვენიერი გადაცემა დააგვირგვინა - 5:0.
უმაღლესი ლიგა. I ტური
14.08.15 ქობულეთი. ჩელე არენა. 800 მაყურებელი
დინამო (ბთ)-ზუგდიდი 5:0
1:0 ბერიაშვილი (13. დიასამიძის პასით), 2:0 გაბედავა (15. ჭკუასელის პასით), 3:0 ბერიაშვილი (43-პენ), 4:0 ბერიაშვილი (45+1. დიასამიძის პასით), 5:0 ლუის ალბერტო (88. ქავთარაძის პასით)
დინამო: ალავიძე, ქავთარაძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე, შონია, დიასამიძე (46. ტეტუნაშვილი), ჭკუასელი (62. კვანტალიანი), გაბედავა, ბერიაშვილი (69. ლუის ალბერტო).
სათადარიგოები: მამინაშვილი, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, მახარაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, ნარმანია (41. გ. ქანთარია), გ. გავაშელიშვილი, თიბილაშვილი, ჯავაშვილი, ტყემალაძე, გ. სამუშია, წურწუმია (46. თუთბერიძე), გ. ფიფია (64. ჩანგელია), ბულია.
სათადარიგოები: ჯომიდავა, ელიავა, ფარჯიკია, ც. სამუშია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: გ. გავაშელიშვილი (25), გ. ქანთარია (42), გ. სამუშია (53)
არბიტრი: ლ. სილაგავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული